LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალ დელი-თბილისი-დელის ავიარეისი შესრულდება

128
Air-India

საქართველოს მოქალაქეები ინდოეთში, რომლებსაც სირთულეები შეექმნათ კორონავირუსის გავრცელების შედეგად და ვერ ახერხებდნენ სამშობლოში დაბრუნებას დაწესებული შეზღუდვების გამო, ინდოეთში საქართველოს საელჩოს დახმარებით და ინდოეთის მთავრობის ორგანიზებით, Vande Bharat Mission-ის პროგრამის ფარგლებში, ხვალ დელი-თბილისი-დელის ავიარეისით დაბრუნდებიან. ფრენას ავიაკომპანია Air India შეასრულებს.

აღნიშნული ავიარეისით სამშობლოში ჩვენი ქვეყნის 15 მოქალაქე დაბრუნდება. საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, საქართველოში გამოფრინდება ინდოეთში მყოფი აზერბაიჯანის რესპუბლიკის 18 მოქალაქეც.

„ინდოეთის გოას, რაჯასტანისა და მაჰარაშტრას შტატებიდან საქართველოს და აზერბაიჯანის მოქალაქეების ტრანსპორტირება ქ. დელიში მოხდა საელჩოს მიერ სპეციალურად დაქირავებული ავტობუსით. აღსანიშნავია, რომ ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, აქტიურად მუშაობდა COVID-19-ის პანდემიის გამო სახელმწიფო საზღვრების ჩაკეტვისა და ინდოეთში გამოცხადებული კარანტინის შედეგად, ინდოეთის სხვადასხვა შტატში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეებისათვის საჭირო დახმარების გაწევისა და მათი სამშობლოში დაბრუნების პროცესის ხელშეწყობის მიმართულებით“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები