Marketer.ge ავრცელებს ინფორმაციას, რომ კომპანია Microsoft-ში კიდევ ერთი ქართველი დასაქმდა, ამჯერად მონაცემთა მეცნიერის სტატუსით.
Microsoft-ის გუნდს შეუერთდა მარიამ ზაქარიაძე და მისი მიმდინარე საქმიანობა Bing-ის საძიებო სისტემის გაუმჯობესებაზე ზრუნვაა – მანქანური სწავლების მეშვეობით რომ ცდილობენ, ამ საძიებო სისტემის მომხმარებელს რაც შეიძლება ზუსტი და შესაბამისი შედეგები მიაწოდონ.
როგორც მარიამი აღნიშნავს, ინტერვიუების საკმაოდ რთული ოთხი ეტაპი გაიარა, რომელმაც ორ თვეს გასტანა და მხოლოდ ამის შემდეგ შეარჩიეს კომპანიაში.