LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კიდევ ერთხელ ჩაერთო იმ კამპანიაში, რომელიც წარმოებს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ” – კობახიძე პრეზიდენტზე

186
კობახიძე და სალომე

კიდევ ერთხელ ჩაერთო იმ კამპანიაში, რომელიც წარმოებს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, – ასე გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, უშიშროების საბჭოს შეკრებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ ჩაერთო იმ კამპანიაში, რომელიც წარმოებს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ.

„მან ფრენების აღდგენა, რუსეთის მიერ მოქალაქეებისთვის სანქციის მოხსნა უკვე დაუკავშირა ევროინტეგრაციას, რაც სრული აბსურდია. ამით ის კიდევ ერთხელ ჩაერთო იმ კამპანიაში, რომელიც წარმოებს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, არავითარი ლოგიკა ამ განცხადებაში არ არის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა.

პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვა მოხსნა

რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა

„ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს, ემიგ­რან­ტებს, რომ­ლე­ბიც რუ­სეთ­ში ცხოვ­რო­ბენ, უფრო მე­ტად გა­უ­ად­ვილ­დე­ბათ თა­ვი­ანთ ქვე­ყა­ნას­თან კავ­ში­რი და ფრე­ნე­ბი” – ნინო წილოსანი

„ქვეყნის ღირსეული მთავრობა პუტინის პასუხად უარს იტყოდა რუსეთიდან თვითმფრინავების პირდაპირ რეისებზე და სავიზო რეჟიმს დაუწესებდა რუსეთის მოქალაქეებს!” – ალეკო ელისაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g