ქვეყნის ღირსეული მთავრობა პუტინის პასუხად უარს იტყოდა რუსეთიდან თვითმფრინავების პირდაპირ რეისებზე და სავიზო რეჟიმს დაუწესებდა რუსეთის მოქალაქეებს!, – აღნიშნულის შესახებ პარტია „მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ქვეყნის ღირსეული მთავრობა პუტინის პასუხად უარს იტყოდა რუსეთიდან თვითმფრინავების პირდაპირ რეისებზე და სავიზო რეჟიმს დაუწესებდა რუსეთის მოქალაქეებს! ეს იქნებოდა სწორი, ადეკვატური და ღირსეული პასუხი! მთავრობა გვყავს და აბა ღირსება სადაა?
P.S. ვისაც მიფარჩაკებული პუტინის ეს გადაწყვეტილება გიხარიათ სიამოვნებით შეგკრებდით და ექსკურსიაზე გაგიშვებდით სერგეი შოიგუს მშობლიურ ქალაქ კიზილში, ტუვას რესპუბლიკაში. რა გინდათ თქვენ პარიზში, ბერლინში და ლონდინში – ჰაიდა ტუვაში და კიზილში,. რა ვიცი იქნება ხანტი მანტიინსკის ნახვაზეც ბავშვობიდან ოცნებობდით?”, – წერს ელისაშვილი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა.
პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვა მოხსნა
რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა