LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კირა ნაიტლი ამბობს, რომ კამერის წინ არ გაიხდის, თუ რეჟისორი მამაკაცი იქნება

517
kiranaitli

მსახიობმა კირა ნაიტლიმ ახალი პოდკასტების სერიაში Chanel Connects-ს მიიღო მონაწილეობა და მომავალ გეგემებზე ისაუბრა. მსახიობმა სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ის კამერასთან აღარასოდეს გაშიშვლდება, თუ რეჟისორი მამაკაცი იქნება. ნაიტლი ამბობს, რომ მასზე ძალიან მძიმედ იმოქმედა კამპანიამ MeToo, სადაც უამრავი ძალადობის მსხვერპლი ქალის ამბავი მოისმინა. გარდა ამისა, ის ამბობს, რომ 2015 წლიდან მას უკვე შვილები ჰყავს და ამგვარ სცენებში მონაწილეობას სხვაგვარად უყურებს.

კირა ნაიტლიმ პოდკასტის მსვლელობისას ასევე თქვა, რომ ბოლო დროს ქალ რეჟისორებთან მუშაობაზე ოცნებობს. ვარსკვლავი მიიჩნევს, რომ ნებისმიერ როლს უფრო მარტივად და კომფორტულად გაართმევს თავს, თუ პროექტის ხელმძღვანელი ქალი იქნება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები