LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კირკიტაძე: ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ აქციებით და უცხოელი პარტნიორების დახმარებით სიმართლე ძალიან მალე იზეიმებს

85
დავით კირკიტაძე

„ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ამ აქციებით და ჩვენი უცხოელი პარტნიორების დახმარებით სიმართლე აუცილებლად ძალიან მალე იზეიმებს,“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები და აქციებზე შეკრებილი მხარდამჭერები კარგად აცნობიერებენ, რომ ხელისუფლების სურვილი და დიდი ოცნებაა, რაიმე სახით დესტაბილიზაცია შემოიტანოს  ქვეყანაში, ქალაქებსა და ქუჩებში.

„ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად მშვიდობიანად და მტკიცედ ვაპროტესტებთ იმ მავნე და ჩვენი ქვეყნისთვის საზიანო პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს ახლა ქვეყანაში და მიხეილ სააკაშვილის თავს ტრიალებს. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ამ აქციებით და ჩვენი უცხოელი პარტნიორების დახმარებით სიმართლე აუცილებლად, ძალიან მალე იზეიმებს“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

კითხვაზე, სააკაშვილის გუშინდელ შეთავაზებას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის სანაცვლოდ შიმშილობის შეწყვეტას და შესაძლებლობას რამდენად დათანხმდება „ქართული ოცნება“ ამ პირობას, კირკიტაძემ აღნიშნა:

„რაც არის რაციონალური და რაც ამ ქვეყნისთვის კარგია „ქართული ოცნება“ არაფერს არასოდეს არ დასთანხმდება. ეს ადამიანები არიან მავნებლები. რუსეთის ხელისუფლებასთან უნისონში მოქმედებენ, რომელთა ინტერესიც არის ამ ქვეყანაში მუდმივი არეულობა და დაძაბულობა“.

სააკაშვილის მიერ დაყენებული ულტიმატუმები მიუღებელია არა მხოლოდ საქართველოს საზოგადოებისთვის, არამედ სტრასბურგის სასამართლოსთვისაც: გურამ მაჭარაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g