„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ დაყენებული ულტიმატუმები მიუღებელია არა მხოლოდ საქართველოს საზოგადოებისთვის, არამედ სტრასბურგის სასამართლოსთვისაც.
მისივე განმარტებით, სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა და შეასრულებს თუ არა სააკაშვილი ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს მასზეა დამოკიდებული.
რაც შეეხება იმას, თუ სად გაივლის რეაბილიტაციას მიხეილ სააკაშვილი, მაჭარაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების და შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულების მიერ არის გადასაწყვეტი.
ლიზა იასკო: მეოთხე დღეა ველოდები, რომ მიშას ნახვა შევძლო, მეუბნებიან, რომ პროცესი მიმდინარეობს
გუბაზ სანიკიძე: ჯოჯოხეთს ატარებენ, მაგრამ ვამბობ, რომ მიშას ვერ გატეხავენ
„სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა, რომ შიმშილობა შეწყვიტოს. ვნახეთ, რომ ეს არ იყო მხოლოდ ფორმალური მოწოდება, რადგან ეს ის სასამართლოა, რომელმაც ის დანაშაულებრივი სისტემა ძალიან კარგად იცის, რომელიც ყოფილ პრეზიდენტს ჰქონდა შექმნილი და რომლის გამოც სტრასბურგის სასამართლოს მის წინააღმდეგ არაერთი გადწყვეტილება აქვს გამოტანილი. სასჯელაღსრულების დაწესებულება როგორც დღემდე, ასევე მომავალში უზრუნველყოფს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვას. თავად სააკაშვილი შეასრულებს თუ არა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს მასზეა დამოკიდებული. მის მიერ დაყენებული პირობები ადასტურებს, რომ ის პატივს არ სცემს არც ერთ სახელმწიფოს და მათ შორის, არც საერთაშორისო სასამართლოს, რომელიც მას შიმშილობის შეწყვეტას დაჟინებით მოუწოდებს. თუ სად უნდა მოხდეს მისი რეაბილიტაცია, ეს გადასაწყვეტია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების და შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულების. მგონი, სააკაშვილს მისი სტატუსი ავიწყდება – ის არ არის საქართველოს პრეზიდენტი, ის არის პატიმარი, რომლის უფლებებიც დაცულია და დაცული იქნება მომავალშიც. ის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა იყოს და ყოფილიყო უზრუნველყოფილი, სწორედ ამიტომ მოთავსდა სამედიცინო დაწესებულებაში, თორე, კადრების შემდეგ საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ ამ ადამიანს ერთი პროცენტიც არ აქვს დაკლებული – არც ენერგია, არც რიტორიკა, არც მიდგომები და ა.შ. თუმცა სამედიცინო სფეროს დასკვნები იქნება ის, რასაც ითვალისწინებს პენიტენციური სამსახური”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
“წამიყვანეთ ახლავე უკან, რუსთავის ციხეში” – პენიტენციური სამსახური სააკაშვილის ახალ ვიდეოს აქვეყნებს
ვიდეო: პენიტენციური სამსახური გლდანის დაწესებულებაში სააკაშვილის შესახლების კადრებს ავრცელებს