უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო გლდანის #18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მეოთხე დღეა ვერ შედის.
„მიხეილ სააკაშვილს სჭირდება სამედიცინო დახმარება, როგორ შეიძლება ადამიანი გაიგზავნოს ჩვეულებრივ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რომელსაც არ აქვს არანაირი სამედიცინო აღჭურვილობა?! – ეს შეუძლებელია,– განუცხადა ლიზა იასკომ ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, ის უკვე მეოთხე დღეა მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლებას ელის, თუმცა მას პასუხობენ, რომ ნებართვის შემცველი დოკუმენტები, რომლებიც იუსტიციის სამინისტროდან საპატიმროში უნდა გაიგზავნოს, დამუშავების პროცესშია.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ, პირველ რიგში, მას სჭირდება სამედიცინო დახმარება, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დახმარება. ეს ძალიან ცხადია, ეს იყო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში. რა თქმა უნდა, მას სჭირდება სამედიცინო დახმარება, როგორ შეიძლება ადამიანი გაიგზავნოს ჩვეულებრივ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რომელსაც არ აქვს არანაირი სამედიცინო აღჭურვილობა?! ეს შეუძლებელია და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მე აქ ვარ უკვე მეოთხე დღეა და ველოდები როდის მივიღებ საბუთებს იმისთვის, რომ მიშას ნახვა შევძლო და ისინი ჯერ კიდევ მეუბნებიან, რომ პროცესი მიმდინარეობს. მე არ ვიცი რა ვიფიქრო, ვფიქრობ ეს, ასევე, ჩემი უფლებების დარღვევაა, მისი უფლებების დარღვევაა. რამდენი ხანი უნდა ვიცადო ? და რატომ უნდა ვიცადო ? რატომ არ იყო ეს აქამდე პრობლემა და ახლა პრობლემა გახდა?“- კითხულობს ლიზა იასკო.
შეგახსენებთ, გუშინ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებმა, სადაც ჩანს, როგორ ასახლებენ სააკაშვილს გლდანის ციხეში საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ნაწილის კრიტიკა დაიმსახურა.
“წამიყვანეთ ახლავე უკან, რუსთავის ციხეში” – პენიტენციური სამსახური სააკაშვილის ახალ ვიდეოს აქვეყნებს
ვიდეო: პენიტენციური სამსახური გლდანის დაწესებულებაში სააკაშვილის შესახლების კადრებს ავრცელებს