LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ ვიდეოს გავრცელების საჭიროება ჩემთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას – კარლ ჰარცელი სააკაშვილის გლდანის ციხეში შესახლების კადრებზე

372
Untitled design - 2021-11-12T113001.250

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის ამსახველი ვიდეომასალის გამოქვეყნების აუცილებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და სამწუხაროა.

როგორც ელჩმა ჟურნალისტებთან განმარტა, აღნიშნული ვიდეოკადრების გავრცელება ხელს არ უწყობს ვითარების განმუხტვას.

„მე შემიძლია ვთქვა ძალიან ცხადად, რომ ამ ვიდეოს გავრცელების საჭიროება ჩემთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და სამწუხაროა, იქიდან გამომდინარე, რომ მე ვერ ვხედავ, რომ ამ ვიდეოს გამოქვეყნება ხელს შეუწყობს ვითარების განმუხტვას.

ამავდროულად, ვერ ვხედავ, რომ ამ ვიდეოს გამოქვეყნების მიზანი  პასუხობს იმას, რაც უნდა იყოს ფოკუსში, რაც არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ასევე, მისი ფუნდამენტური უფლებების დაცვა მათ შორის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა“,- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

შეგახსენებთ, გუშინ პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში შესახლების კადრები გაავრცელა, სადაც ჩანს, მესამე პრეზიდენტი როგორ უწევს წინააღმდეგობას სამართალდამცავებს, რა დროსაც ის წელს ზემოთ შიშველია.

“წამიყვანეთ ახლავე უკან, რუსთავის ციხეში” – პენიტენციური სამსახური სააკაშვილის ახალ ვიდეოს აქვეყნებს

ვიდეო: პენიტენციური სამსახური გლდანის დაწესებულებაში სააკაშვილის შესახლების კადრებს ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g