LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუბაზ სანიკიძე: ჯოჯოხეთს ატარებენ, მაგრამ ვამბობ, რომ მიშას ვერ გატეხავენ

256
სააკა

ოპოზიციონერი დეპუტატი გუბაზ სანიკიძე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენების შეფასებისას აღნიშნავს, რომ მესამე პრეზიდენტს ჯოჯოხეთში ატარებენ, მაგრამ მას ვერ გატეხენ.

„სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ძალიან სუბიექტური მოსაზრება მაქვს. მიხეილ სააკაშვილი რომ არ ჩამოსულიყო, არანაირი მეორე ტური არ იქნებოდა. პირველ ტურში დაამთავრებდა ხელისუფლება ყველაფერს.

მის ჩამოსვლამდე იყო ანტიმითები სააკაშვილზე, რომელიც მას უნდა დაენგრია. ვერბალურად ამას ვერ ახერხებდა. ახლა ის ძველი ანტიმითები, რომ ეშინია და პასუხიმგებლობას გაურბის, დანგრეულია.

ნათქვამი, რომ სამაგალითოდ დავსჯით, მართლდება.

მართლა სამაგალითოდ სჯიან, სასამართლოზე არ მიჰყავთ. 

სააკაშვილი მძევლად ჰყავთ უკვე. ის აღარაა პოლიტიკური პატიმარი, ის არის პოლიტიკური მძევალი.

პროცესი მიდის და ერთადერთი კაცი, ვინც იცის რასაც აკეთებს და რასაც გააკეთებს და საითკენაც მიდის, ეს არის მიხეილ სააკაშვილი. ექსპერტებიდან ზოგი ობიექტურია, ზოგი სუბიექტური, მაგრამ დღეს პროცესები მიჰყავს მიხეილ სააკაშვილს. თავისი ფსიქიკის ფასად უჯდება ყველაფერი.

ჯოჯოხეთს ატარებენ, მაგრამ ვამბობ, რომ მიშას ვერ გატეხავენ“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ „ფორმულას“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g