LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლება ზრდის ნაცვლად – საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი შემცირდა

194
getty-142309131-200013332000928058-105815

აგვისტოში საქართველოს აეროპორტებში მოსალოდნელი 14-პროცენტიანი ზრდის ნაცვლად, მგზავრთნაკადი 11 პროცენტით შემცირდა.

კერძოდ, 2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხუთივე აეროპორტი ჯამში 583,104 მგზავრს მოემსახურა, რაც 11%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

რაც შეეხება 2019 წლის 8 თვის მონაცემებს, იანვრიდან აგვისტომდე საქართველოს აეროპორტები 3,640,823 მგზავრს მოემსახურა, რაც 8%-ით აღემატება გასული წლის მონაცემებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, საერთაშორისო აეროპორტებიდან აგვისტოს თვე მგზავრთნაკადის მატებით მხოლოდ ქუთაისის აეროპორტმა დაასრულა, რადგან მის სტატისტიკაზე ყველაზე ნაკლები გავლენა მოახდინა რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შეჩერებამ.

პირდაპირ აშშ-ში - ახალი ავიამიმართულება საქართველოდან

საქართველო აშშ - სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს

“ზრდის იმ დინამიკიდან გამომდინარე, რაც საქართველოს აეროპორტებში ფიქსირდება ბოლო წლების განმავლობაში, მათ შორის 2019 წლის ორ კვარტალში, გვქონდა მოლოდინი, რომ აგვისტოს თვეშიც იქნებოდა ვიზიტორთა უპრეცედენტო ზრდა, თუმცა, 20 ივნისის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა  საპირისპირო სურათი მოგვცა”, – აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.

დეტალური სტატისტიკა კი ასეთია:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი:

2019 წლის  აგვისტო –  397,045 მგზავრი (კლება 14 %)

2019 წლის იანვარ-აგვისტო – 2,651,918 მგზავრი (ზრდა 3%)

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი:

2019 წლის  აგვისტო – 96,474 მგზავრი (კლება 20%)

2019 წლის იანვარ-აგვისტო  – 444,310 მგზავრი (ზრდა  5%)

Bye Bye Illustration GIF by Denyse - Find & Share on GIPHY

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი:

2019 წლის  აგვისტო – 88,138 მგზავრი (ზრდა 22%)

2019 წლის იანვარ-აგვისტო – 538,234 მგზავრი (ზრდა 41 %)

 მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტები:

2019 წლის იანვარ-აგვისტო  – ჯამურად 6,361 მგზავრი (ზრდა  16%)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები