ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ეკრანული წყვილი გახმაურებული ბრაზილიური სერიალიდან „კლონი“, წლების შემდეგ ერთად გამოჩნდა. ჯოვანა ანტონელი და მურილო ბენისიო ერთად „როკ ინ რიოს“ ფესტივალზე გადაიღეს, სადაც ისინი უახლოესი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდნენ.
ახალ ფოტოს ინტერნეტში უამრავი კომენტარი მოჰყვა, მედია ახლა არკვევს, წყვილი ისევ ერთადაა თუ ეს უბრალოდ, მეგობრული შეხვედრა იყო.
შეგახსენებთ, რომ სერიალ „კლონის“ დასრულების შემდეგ, ჯოვანა ანტონელი და მურილო ბენისიო ერთმანეთს ხვდებოდნენ, მათ თანაცხოვრებიდან ერთი შვილიც ჰყავთ.