LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კნუტის გაჩუქების ისტორია შემაკავებელი ორდერის გამოცემით დასრულდა

129
Untitled (1)

მო­ქა­ლა­ქე ნა­თია ჩი­ქო­ვა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ კნუ­ტის გა­ჩუ­ქე­ბის შემ­დეგ, მას სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით და­ე­მუქრნენ. მისი გან­მარ­ტე­ბით, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და ოჯა­ხის ხმრი­დან, რო­მელ­საც კნუ­ტი აჩუ­ქა.

“დღეს მთე­ლი დღე ვი­ყა­ვი ფსი­ქო-ემო­ცი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი, მი­ვი­ღე სი­ცო­ცხლის ხელ­ყო­ფის მუ­ქა­რა, შან­ტა­ჟი და ბევ­რი უბე­დუ­რე­ბა გა­მო­ვი­ა­რე. მინ­და მაქ­სი­მა­ლუ­რად მოკ­ლედ გა­გი­ზი­ა­როთ, რომ ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­მო­გად­გეთ.

ამ კნუ­ტის­თვის, ისე­ვე რო­გორც ყო­ველ­თვის, პატ­რო­ნის შერ­ჩე­ვამ­დე პო­ტენ­ცი­ურ პატ­რო­ნებს ვე­სა­უბ­რე დიდი ხანი, გა­მოვ­კი­თხე ყვე­ლა­ფე­რი, პი­რო­ბე­ბი, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბა და ა.შ. მაქვს დე­ტა­ლუ­რი მი­მო­წე­რე­ბი მე­სენ­ჯერ­ში.

შემ­დეგ სამ ოჯა­ხის წევ­რს გა­და­ვე­ცი კნუ­ტი, გუ­შინ წინ. იცოდ­ნენ რომ ჰქონ­და ფა­ღა­რა­თი (იცის ხოლ­მე ჭიის წა­მალ­მა) ისიც ვუ­თხა­რი, რომ თუ 2-3 დღე გა­უგ­რძელ­დე­ბო­და, ვე­ტე­რი­ნარ­თან წავ­ყვე­ბო­დი. გა­ვა­ტა­ნე საჭ­მე­ლი, ქვი­შა, სა­თა­მა­შო. ყვე­ლა­ფერ­ზე მი­ვი­ღე თან­ხმო­ბა, და­პი­რე­ბე­ბი მოვ­ლას­თან და კნუ­ტის ოჯა­ხის წევ­რად მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

1 დღის შემ­დეგ მომ­წე­რეს, რომ კნუტს ჰქონ­და ფა­ღა­რა­თი, აე­რია გული და რომ უკან უნდა წა­მეყ­ვა­ნა.

კნუ­ტის წა­მოყ­ვა­ნა­ზე შე­თან­ხმე­ბის შემ­დეგ კვლავ გან­ვა­ახ­ლე სტა­ტუ­სი, სა­დაც მი­ზე­ზად, თუ რა­ტომ ჩუქ­დე­ბო­და ეს კნუ­ტი კვლავ, ფრჩი­ლებ­ში მი­ვა­წე­რე, რომ შემ­ხვდა უპა­სუ­ხის­მგებ­ლო პატ­რო­ნე­ბი და ვერ მო­უ­ა­რეს. არ­სად არა­ვის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა არ მო­მიხ­დე­ნია (პოს­ტი კვლავ დევს ჩემს კე­დელ­ზე და შე­გიძ­ლი­ათ ნა­ხოთ).

ამის შემ­დეგ ჩემი მი­სა­მარ­თით და­ი­წყო მუ­ქა­რა, მათ შო­რის სი­ცო­ცხლის ხელ­ყო­ფის შე­სა­ხებ, ძველ­ბი­ჭუ­რი ტერ­მი­ნო­ლო­გი­ით სა­უ­ბა­რი, ასე­ვე შან­ტა­ჟი, რომ კნუტს არ და­აბ­რუ­ნებ­დნენ, თუ პოსტს არ წავ­შლი­დი. მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში აღ­ნიშ­ნულ­მა პირ­მა მამ­ყო­ფა ფსი­ქო-ემო­ცი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის ქვეშ (14 ჯერ და­მი­რე­კა ტე­ლე­ფონ­ზე, მა­ი­ძუ­ლებ­დნენ რომ ვინ­მე კაც­თან გა­მე­სა­უბ­რე­ბი­ნა და ა.შ.) ასე­ვე მწერ­და მე­სი­ჯებს და წერ­დნენ სა­ჯა­რო­დაც კო­მენ­ტა­რებს, რო­მელბ­საც პე­რი­ო­დუ­ლად შლიდ­ნენ მერე.

ამის გამო მო­მი­წია სას­წრა­ფოდ თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბა (ვი­ყა­ვი კა­ხეთ­ში).

მაქვს ყვე­ლა მი­მო­წე­რის და­მამ­ტკი­ცე­ბე­ლი სა­ბუ­თი.

სა­ბო­ლო­ოდ, კნუ­ტის წა­მო­საყ­ვა­ნად გა­ვუშ­ვი ჩემი მე­გო­ბა­რი ეკო (ათა­სი სა­უბ­რის მერე), რად­გან მე არ მსურ­და ამ პი­როვ­ნე­ბას­თან პი­რა­დი კო­მუ­ნი­კა­ცია. ერ­თად მი­ვე­დით ჩემი მან­ქა­ნით და მან­ქა­ნა და­ვა­ყე­ნე შორს… კნუ­ტი და­იბ­რუ­ნა ეკომ და სპე­ცი­ა­ლუ­რად სხვა გზით გა­მობ­რუნ­და, რომ ჩემი მან­ქა­ნა ამ ბიჭს არ და­ე­ნა­ხა, ვცა­დეთ შიდა ქუ­ჩე­ბით გას­ვლა, მაგ­რამ ეკოს მა­ინც აე­დევ­ნა ეს ბიჭი ჩუ­მად და დაგ­ვი­ნა­ხა, შემ­დეგ გა­მო­მიგ­ზავ­ნა მე­სი­ჯი “ეს პრი­უ­სი შე­ნია?” და გა­აგ­რძე­ლა ჩემი და­ში­ნე­ბა.

ვი­ყა­ვი პო­ლი­ცი­ა­შიც, დავ­წე­რე გან­ცხა­დე­ბა, ასე­ვე ვწერ ხვალ გან­ცხა­დე­ბას სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ოფის­ში (მა­თი­ვე რჩე­ვით).

გთხოვთ, ვი­საც გაქვთ ცხო­ვე­ლე­ბის გა­ჩუ­ქე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა ან სი­ტუ­ა­ცი­ი­ის მი­ხედ­ვით მო­გი­წევთ ნა­პოვ­ნი ცხო­ვე­ლის გა­ჩუ­ქე­ბა, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად სა­ფუძ­ვლი­ა­ნად აარ­ჩი­ოთ პატ­რო­ნი, ოდ­ნავ მა­ინც თუ არ მოგ­წონთ რა­ი­მე, თუნ­დაც მი­მო­წე­რა­ში, თუნ­დაც ჰა­ბი­ტუს­ში, თუნ­დაც მენ­ტა­ლო­ბით, ენ­დეთ თქვენს ეჭ­ვებს და არ გა­დას­ცეთ კნუ­ტი. კონ­კრე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბის შე­სა­ხებ ცხო­ვე­ლე­ბის ჯგუ­ფებ­შიც დავ­წერ გა­მაფრ­თხი­ლე­ბელ სტა­ტუსს” – წერს ჩი­ქო­ვა­ნი.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, პო­ლი­ცი­ამ პი­რის მი­მართ, რო­მე­ლიც ჩი­ქო­ვა­ნის მი­მართ მუ­ქა­რას ახორ­ცი­ელ­დებ­და, შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი გა­მო­წე­რა.

“ეს ის­ტო­რია შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის გა­მო­ცე­მით დას­რულ­და, რო­მე­ლიც გენ­დერუ­ლი ნიშ­ნით გა­მო­ი­ცა ( გარ­და შან­ტა­ჟი­სა და და­ში­ნე­ბი­სა, ეს პი­როვ­ნე­ბა ჩემ­გან და­ჟი­ნე­ბით მო­ი­თხოვ­და, რომ იგი ვინ­მე მამ­რო­ბით სქეს­თან გა­მე­სა­უბ­რე­ბი­ნა, უა­რის მი­ღე­ბი­სას მე­ძახ­და “უპატ­რო­ნოს” და თვლი­და, რომ რად­გან ქალი ვარ ვე­რა­ფერს გა­მა­გე­ბი­ნებ­და). შე­სა­ბა­მი­სად, ამ ადა­მი­ანს ჩემ­ზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და გენ­დერუ­ლი ნიშ­ნით ძა­ლა­დო­ბის­თვის აეკ­რძა­ლა ჩემ­თან ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­ხის კონ­ტაქ­ტი.

მად­ლო­ბას ვუხ­დი Ombudsman -ის გენ­დე­რის დე­პარ­ტა­მენტს დახ­მა­რე­ბის­თვის, ასე­ვე კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის გა­გა­რი­ნის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როს­სა და თა­ნამ­შრო­მელ თა­მუ­ნა ტე­ტუ­ნაშ­ვილს, რო­მელ­საც ჩა­ბა­რე­ბუ­ლი ჰქონ­და ეს საქ­მე.

მე, დღეს, და­მო­უ­კი­დებ­ლად, კა­ნო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით და ყვე­ლა­ნა­ი­რი ფი­ზი­კუ­რი, ვერ­ბა­ლუ­რი თუ სხვა სა­ხის ძა­ლა­დო­ბის გა­რე­შე, შევ­ძე­ლი სა­კუ­თა­რი თა­ვის მო­ძა­ლა­დის­გან დაც­ვა. ყვე­ლა ადა­მი­ანს ვუ­სურ­ვებ მშვიდ და უსაფრ­თხო გა­რე­მო­ში ცხოვ­რე­ბას, ამის­თვის კი არას­დროს და­ი­შუ­როთ ძა­ლის­ხმე­ვა” – და­წე­რა ჩი­ქო­ვან­მა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები