LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: გახარიას კოკაინი პირველად ერთ-ერთმა ქალბატონმა გაასინჯა

159
კობახიძე - გახარია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყოფილ პრემიერსა და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას კოკაინი პირველად  ერთ-ერთმა ქალბატონმა გაასინჯა და მას ეს პრობლემა ამის შემდეგ აქვს.

კობახიძის თქმით, მმართველ გუნდში ამაზე უტყუარი ინფორმაცია აქვთ და ეს მისმა გარემოცვამაც იცის. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ თქვა, მათ კონკრეტული სახელები და გვარებიც იციან.

„რეალურად, 18 თებერვლის ხდება ეს ყველაფერი, სადღაც მარტი-აპრილიდან. ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს, მაგრამ ჩვენ ხომ არ უნდა დაგვიჯეროს საზოგადოებამ? ამისთვის არსებობს შესაბამისი უწყებები, რომლებიც პასუხისმგებელია ნარკოტესტზე და ეს ტესტირება უამრავ ადამიანს აქვს გავლილი.

მას შემდეგ, რაც გახარია წავიდა ვენაში და თითქოს ჩაიტარა ტესტი, ირკვევა ბევრი საინტერესო დეტალი. ერთი ის, რომ ერთადერთი ევროპული კლინიკაა მთელი ევროპის მასშტაბით, რომელსაც უკავშირდება კვლევასთან დაკავშირებული სკანდალი და ეს არის იუშენკოს ცნობილი სკანდალი. მეორე, რაც გაირკვა, აღმოჩნდა, რომ ნევროლოგთან აქვს მას ტესტი ჩაბარებული, რომელიც საერთოდ არ ატარებს ნარკოტესტს“, – განუცხადა ტელეკომპანია „იმედს“ ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები