თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაზე. გუშინ ერთ-ერთ თათბირზე განხილულ იქნა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კობახიძემ ყველას სიფრთხილისკენ მოუწოდა და რადიკალები გააფრთხილა:
„ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის მცდელობა კანონის შესაბამისად, უმკაცრესად დაისჯება“- თქვა კობახიძემ.
მედიის კითხვაზე, კონკრეტულად, საიდან აქვთ მათ ეს ინფორმაცია, კობახიძემ ასე უპასუხა:
“ჩვენ კონკრეტულმა პირმა მოგვაწოდა გაუთქმელობის პირობით და ბუნებრივია გვწყობს, რომ მან სხვა დროსაც მოგვაწოდოს ინფორმაცია და მისი ვინაობა არ გავთქვათ”,- აღნიშნა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.
მან ასევე მადლობა გადაუხადა სამართალდამცველებს, გასული დღეების განმავლობაში გამოვლენილი ღირსებისა და მოთმინებისთვის.