LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე IRI-ის კვლევაზე: შეადარეთ ჩვენი სახეები გუბაზ სანიკიძის და სალომე სამადაშვილის სახეებს

143
Untitled design

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს ეხმიანება.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მმართველ გუნდს გარკვეული კითხვები აქვს იმ კომპანიასთან, რომელიც IRI-ის კვლევებს უტარებს, მაგრამ მისივე თქმით, ამ კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევაც კი უმძიმესია ოპოზიციისთვის.

კითხვაზე, რას ფიქრობს შეფასებაზე, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის უმრავლესობას პოლიტიკაში ახალი სახეების ხილვა სურს, კობახიძემ განაცხადა:

“ჩვენი მხარდამჭერია 50 %. ჩვენი მხარდამჭერი როცა ამას ამბობს, ეს ლოგიკურია, რადგან ეს ჩვენი გზავნილიც არის. ჩვენ ვამბობთ, რომ დაუშვებელია ოპოზიცია ამ ფორმით დარჩეს საქართველოში. ვიდრე ოპოზიცია ამ დეგრადირებული სახეებით რჩება პოლიტიკაში, მანამდე პოლიტიკურ სისტემას განვითარება არ უწერია.

“ქართული ოცნება” განსხვავებული მოცემულობაა. შეგიძლიათ, შეადაროთ ერთმანეთს ჩვენი სახეები და გუბაზ სანიკიძე, სალომე სამადაშვილი და თქვენი სახეები, ხომ? არის აბსოლუტურად განსხვავებული”, – თქვა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები