LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე ოპოზიციონერ დეპუტატებზე – „იმერული ესკიზების“ პერსონაჟებს ემსგავსებიან, ქალები გამოჰყავთ ხოლმე, კაცები ქალების უკან იმალებიან

120
ირაკლი კობახიძე

„გაურკვევლობაში არიან, არიან არათანმიმდევრულები, რაც მათი სისუსტის გამოვლინებაა. დღეს, რადიკალური ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული და აქედან გამომდინარე ისინი ავლენენ არათანმიმდევრულობას, რაც ძალიან კარგია“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ საპარლამენტო ოპოზიციაზე საუბრის დროს განაცხადა.

ირაკლი კობახიძე ასევე გამოეხმაურა საპარლამენტო ბოიკოტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს და აქვე აღნიშნა, რომ „ოპოზიციონერი დეპუტატები ნელ-ნელა „იმერული ესკიზების“ პერსონაჟებს ემსგავსებიან“.

„ასე მოქმედებას გააგრძელებენ და კიდევ უფრო დაკარგავენ რეიტინგს, რომელიც უკვე ისედაც დაკარგული აქვთ. თუ ბოიკოტი ცხადდება, ის უნდა იყოს თანმიმდევრული, სისტემური და, ამ შემთხვევაში, ჩანს, რომ სინამდვილეში ამ ე.წ. ბოიკოტის ერთადერთი მიზანი მათი ურესურსობაა. რეალურად მათ არც ინტელექტუალური და არც პოლიტიკური რესურსი არ აქვთ, რომ საპარლამენტო განხილვებში ეფექტიანად ჩაერთონ.

რაც შეეხება დისკუსიას და დებატებს, რადიკალურ ოპოზიციას ამის არავითარი ინტელექტუალური და პოლიტიკური რესურსი არ აქვს.

ქალები გამოჰყავთ ხოლმე, კაცები იმალებიან ქალების უკან, ეს მათი აბსოლუტურად სამარცხვინო ტაქტიკაა და ალბათ, იმავე სურათს უნდა ველოდოთ ხვალინდელი ინტერპელაციის დროსაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძე: თუკი რაიმე არის საქართველოში ანტიევროპული, ეს არის გუბაზ სანიკიძე, მიხეილ სააკაშვილი, „ნაცმოძრაობა“  

ირაკლი კობახიძე: ლევან იოსელიანი არასდროს გახდება ნინო ლომჯარია 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები