LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: თუკი რაიმე არის საქართველოში ანტიევროპული, ეს არის გუბაზ სანიკიძე, მიხეილ სააკაშვილი, „ნაცმოძრაობა“ 

136
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (2)

„გუბაზ სანიკიძე არის „ევროპის სახე“ საქართველოში თავისი ყველაფრით: თავისი წარსულით, თავისი აწმყოთი, თავისი მომავლით“ – ასე ეხმაურება მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პოლიტიკოსის გუბაზ სანიკიძის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილი სამხედრო ტყვეა და ეს ევროინტეგრაციისთვის დაბრკოლება იქნება.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, რომ თუკი საქართველოში რაიმე არის არაევროპული, ეს არის გუბაზ სანიკიძე, მიხეილ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“.

„რაც შეეხება სააკაშვილის და ევროპული მომავლის ერთმანეთთან დაკავშირებას – მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ სააკაშვილი არის ის პიროვნება, რომელიც ყველაფერ ანტიევროპულს განასახიერებს, თავისი მოღვაწეობით, მათ შორის, როდესაც ის იყო პრეზიდენტი. ყველაზე არაევროპული რეჟიმი სწორედ მაშინ იყო დამკვიდრებული საქართველოში.

აქედან გამომდინარე, თუკი რაიმე არის საქართველოში ანტიევროპული, ეს არის გუბაზ სანიკიძე, მიხეილ სააკაშვილი, „ნაცმოძრაობა“ და შესაბამისად, სააკაშვილის დაკავშირება ევროინტეგრაციასთან არის ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი“, – აღნიშნა კობახიძემ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის საკითხს, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ამ თემაზე გადაწყვეტილებებს შესაბამისი უწყებები იღებენ და მას არანაირი პრეროგატივა არ აქვს, რომ რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს.

ხაჭაპურიძის თქმით, არ არის გამორიცხული სააკაშვილი „ვივა მედიდან“ დღესვე გადაიყვანონ – რას აცხადებენ კლინიკაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები