LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაჭაპურიძის თქმით, არ არის გამორიცხული სააკაშვილი „ვივა მედიდან“ დღესვე გადაიყვანონ – რას აცხადებენ კლინიკაში

164
Untitled design (2)

მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კლინიკა „ვივა მედის“ განცხადებას ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ეხმიანება და აცხადებს, რომ „არ არის გამორიცხული, სააკაშვილი დღესვე გადაიყვანონ“.

„ვივამედი“ – იძულებული ვხდებით, მივმართოთ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს მიხეილ სააკაშვილის „ვივამედში“ შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა

შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ „სპეცოპერაცია ტარდება“.

„ამ განცხადებას მათ იუსტიციის სამინისტრო უწერს, შემდეგ სამინისტრო აწვდის პენიტენციურ სამსახურს, პენიტენციური აწვდის „ვივა მედს“ და „ვივა მედი“ აკეთებს.. სპეცოპერაცია ტარდება. ამ განცხადების სიყალბეც აქედან ჩანს, რომ პენიტენციურს ეუბნებიან – შეაფასეთო.

პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაშია „ვივა მედი“, მისი ქვეკონტრაქტორი კომპანიაა, ავადმყოფობის ისტორია აქვთ და გადახედავენ და ამის მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას.

არ არის გამორიცხული, რომ მიხეილ სააკაშვილი დღესვე გადაიყვანონ, იმიტომ, რომ ხელისუფლებას ახლა სჭირდება ძალის დემონსტრირება, რომ არიან ძალიან მაგრები, რუსეთს დაანახვებენ, რომ „აი, ნახეთ თქვენი მტერი სააკაშვილი“, „არ შევსუსტებულვართ, პირიქით, მაგრად ვართ“, გარკვეული საკითხების გარკვევა მიმდინარეობდა, მაგრამ როგორც ჩანს მოქმედების დრო დადგა და ჩვენც ავმოქმედდებით“, – აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ.

გადაიყვანენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს კლინიკიდან – „ფორტუნა“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კლინიკა „ვივა მედის“ კლინიკურ დირექტორს, ზურაბ ჩხაიძეს დაუკავშირდა:

„ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის. მკურნალობის გაგრძელება დღესაც იქნა შეთავაზებული, რაზედაც ისევ უარი განაცხადა. ახალს მეტს ვერაფერს გეტყვით“, – განუცხადა ზურაბ ჩხაიძემ „ფორტუნას“.

ცნობისათვის, კლინიკა „ვივა მედმა“ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „სავარაუდოდ, იძულებული ხდება“, მიმართოს პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „ვივა მედში“ შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა.

გიული ალასანია: მიხეილ სააკაშვილს ციხეში დაბრუნებას უპირებენ 

„ნებისმიერ დროს შეიძლება გავიგოთ, რომ გარდაიცვალა” – ადვოკატი მიხეილ სააკაშვილზე 

ლიზა იასკო: „ჰგონიათ, რომ მიხეილ სააკაშვილი ერის ღმერთია და თუ სრულად გამოჯანმრთელდება, მორიგ რევოლუციას უხელმძღვანელებს“