მიხეილ სააკაშვილს ციხეში დაბრუნებას უპირებენ, – აღნიშნულის გიული ალასანიამ „ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, პენიტენციურ სისტემაში აკეთებენ იმას, რასაც ივანიშვილი უბრძანებს.
„მე დღეს „ვივა მედიდან” რომ გამოვედი, მქონდა იგივე შეკითხვები და იქ ვთქვი, რომ „ვივა მედის” არც ერთი ექიმი თვითონ, დამოუკიდებლად, გადაწყვეტილებას არ იღებს. ეს არის ციხის საავადმყოფო, რომელიც აკეთებს იმას, რასაც უბრძანებენ. უბრძანებს პენიტენციური სისტემა, ისიც არ არის აქ დამოუკიდებელი – ისინი აკეთებენ იმას, რასაც უბრძანებს ივანიშვილი. უპირებენ, რომ დააბრუნონ ციხეში”, – განაცხადა გიული ალასანიამ.
ცნობისთვის, კლინიკა „ვივამედი“ აცხადებს, რომ “სავარაუდოდ იძულებული ხდება” მიმართოს, პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის “ვივამედში” შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა.