LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნებისმიერ დროს შეიძლება გავიგოთ, რომ გარდაიცვალა” – ადვოკატი მიხეილ სააკაშვილზე

182
BeFunky-collage - 2023-03-22T220128.950

„ნებისმიერ დროს შეიძლება გავიგოთ, რომ გარდაიცვალა”, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ „ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

„ცოტა გაუგებარი განცხადება იყო. „გადაიყვანეთ სხვა დაწესებულებაში, მივმართავთ პენიტენციურს“ – რა იგულისხმებოდა ამაში? ციხეში დაბრუნება? წარმოუდგენელია ამ ადამიანის ციხეში დაბრუნება. ჩათვალეთ ეს არის მისთვის, სასიკვდილო განაჩენი.

ნებისმიერ დროს შეიძლება ჩვენ გავიგოთ, რომ ის გარდაიცვალა. ადამიანს, რომელსაც აქვს კახექსია, დემენცია, 47 დაავადება და ეს ყველაფერი განუვითარდა „ვივა მედში“, რას ნიშნავს ახლა ეს განცხადება გაუგებარია და მიუღებელი”, – აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.

ცნობისთვის, კლინიკა „ვივამედი“ აცხადებს, რომ “სავარაუდოდ იძულებული ხდება” მიმართოს, პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის “ვივამედში” შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა.

„ვივამედი“ – იძულებული ვხდებით, მივმართოთ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს მიხეილ სააკაშვილის „ვივამედში“ შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა

 

პოპულალურები