LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: პრეზიდენტმა გამოხატა წყენა იმის გამო, რომ რადიკალურ ოპოზიციას გუშინდელი აქცია ჩაუვარდა

281
ing

“ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ შეაფასა პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება, რომლის მიხედვითაც “კობახიძისეულ თუ რადიკალური ოპოზიციის არახალ “გადადექი და მე გადმოვდგები” გეგმას არაფერი საერთო აქვთ ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან”.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილმა, როგორც ჩანს, ამ განცხადებით გამოხატა წყენა, რადგან ოპოზიციას 3 ივლისს, აქცია ჩაუვარდა:

“როგორც ჩანს, ამით მან გამოხატა წყენა იმის გამო, რომ გუშინდელი აქცია რადიკალურ ოპოზიციას ჩაუვარდა, სხვა რაიმე სერიოზულ კომენტარს მის განცხადებაზე ვერ გავაკეთებ. მას რომ ჩაეკითხოთ, რას გულისხმობდა, მაგალითად, ჩვენი გეგმის მიმართ კრიტიკაში, ვერ გიპასუხებთ, ვერაფერს გეტყვით. შეგიძლიათ, ჩაეკითხოთ, აი, რატომ არ მოეწონა 12-პუნქტიანი გეგმა, ვერაფერს გეტყვით.

ერთადერთი, რაც მან გამოხატა, არის წყენა იმის გამო, რომ რადიკალურ ოპოზიციას გუშინ აქცია ჩაუვარდა, უბრალოდ, მათი წარუმატებლობა ეწყინა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა:

“ერთი რამ ნიშანდობლივია ამ ვნებათაღელვის ფონზე: ყველამ პოზიციამ თუ ოპოზიციამ აიტაცა და აღიარა ეროვნული თანხმობის აუცილებლობა (რაზედაც ცოტა ხნის წინ ყველა მედავებოდა, ასეთი რამ შეუძლებელიაო)… თუმცა გამოცხადებულ გეგმებს – კობახიძისეულს ( “თავისუფლად ანტიევროპულად მოსაუბრე” ტრიუმვირატის შექმნისთანავე ევრო-რეკომენდაციების შესრულების ერთპარტიული გეგმა) თუ რადიკალურ ოპოზიციის არახალი “გადადექი და მე გადმოვდგები” გეგმა – არაფერი საერთო აქვთ არც ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან და არც ევროპის კანდიდატურის მიღებისათვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან. ხალხის ევროპული სულისკვეთების გამოხატვა დიდი ძალაა და ჩვენი ქვეყნის ღირსებას იცავს. მას არ უნდა შეეცვალოს გეზი…”