LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: „სააკაშვილი მატყუარაა – 2007 წელს პროტესტი გამოიწვია იმან, რომ ხელისუფლების ხელმძღვანელობით ათასი უბედურება ხდებოდა. „ეფესბე“ არაფერ შუაში იყო“

142
კობახიძე და მიშა

„2007 წელს პროტესტი გამოიწვია იმან, რომ ხელისუფლების ხელმძღვანელობით ათასი უბედურება ხდებოდა. ФСБ არაფერ შუაში იყო“ , – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა და აღნიშნულით უპასუხა კითხვას, როგორ შეაფასებდა ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო პროცესზე ჩართვისას გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, 7 ნოემბერი რუსეთის პროვოკაცია იყო.

პაპუაშვილი სააკაშვილზე: „სამარცხვინო ცირკია, რომელსაც ვუყურებთ.. ხბოს აღტყინებით, გაფართოებული თვალებით შესციცინებენ ადამიანს, რომელიც საქართველოში სიტუაციის არევას ცდილობს“

კობახიძის თქმით, სააკაშვილის მხრიდან ეს მორიგი ტყუილი იყო და ზოგადად, სააკაშვილი ყოველ ფეხის ნაბიჯზე იტყუება.

ჩვენ უნდა განვახორციელოთ ტოტალური შეტევა ოლიგარქატზე და გვახსოვდეს, რომ ტოტალურ შეტევას ექნება ტოტალური საერთაშორისო მხარდაჭერა - მიხეილ სააკაშვილი

„დაიმახსოვრეთ, განსხვავება ივანიშვილისა და შევარდნაძე-აბაშიძის რეჟიმებს შორის არის მხოლოდ სპეცრაზმის ეკიპირებაში, მაგრამ ჩვენც მეტი ჯავშანი გვაქვს.“

„ეს იყო მორიგი ტყუილი, არაფერ შუაში იყო იქ „ეფესბე“. ათასი უბედურება ხდებოდა მაშინ ხელისუფლების ხელმძღვანელობით და ამან გამოიწვია პროტესტი, რომელიც 2007 წელს იყო მისი ხელისუფლების და პირადად მის წინააღმდეგ.

რა თქმა უნდა, იმას, რომ შეიძლება, ასეთი ტყუილი არ „გაუტარო“, თავისი აზრი აქვს და სწორია გოგა ხაინდრავას ინიციატივა, რომელსაც სურს, ასეთი მარტივი ტყუილი მარტივად არ გაატაროს.

მიუხედავად იმისა, ყველამ იცის, რომ სააკაშვილი მატყუარაა, ბუნებრივია, ასეთი ტყუილი მასაც არ უნდა „გაუტარო“. დანარჩენი, რა როგორ იქნება, მე არ ვიცი. (ზურაბიშვილმა) სულ მცირე, განცხადება მაინც გააკეთოს, ეთანხმება თუ არა იმას, რომ ის ხელმძღვანელობდა „ეფესბეს“ დირექტივებით მართულ პროტესტს. სულ მცირე, განმარტება ხომ მაინც უნდა გაკეთდეს მისი მხრიდან.

არ ვიცი, იურიდიულად როგორ წარიმართება, მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა, მათ შორის სალომე ზურაბიშვილს, ფაქტობრივად, დააბრალა, რომ ის ხელმძღვანელობდა, ის იყო ერთ-ერთი ხელმძღვანელი პროტესტისა, რომელიც, თითქოს „ეფესბე“ მიერ იყო წარმართული.

„სააკაშვილი ნომერ პირველი ცრუპენტელაა, რომლის ანალოგი მსოფლიოს არ ჰყავს.. კაცობაზე ზედმეტია ლაპარაკი“ – ღუდუშაური ენმ-ს ღონისძიებას „მასკარადს“ უწოდებს

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სააკაშვილს სჩვევია მარტივად ტყუილი, ნებისმიერი ტყუილი შეუძლია, თქვას, მაგრამ ზოგადად, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ თუნდაც ასეთ კაცს არც ერთი ტყუილი არ „გაუტარონ“. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g