LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპუაშვილი სააკაშვილზე: „სამარცხვინო ცირკია, რომელსაც ვუყურებთ.. ხბოს აღტყინებით, გაფართოებული თვალებით შესციცინებენ ადამიანს, რომელიც საქართველოში სიტუაციის არევას ცდილობს“

152
Untitled design (3)

„მიხეილ სააკაშვილის, როგორც ფიგურის ან პერსონის დანიშნულება არის სწორედ ის, რომ არიოს სიტუაცია საქართველოში ციხეში იქნებოდა, უკრაინაში, თუ ამერიკიდან გველაპარაკებოდა“, – ამის შესახებ პარლამენტის თაქვმჯდომარემ მესამე პრეზიდენტზე საუბრის დროს განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, „პოლიტიკურ პარტიებში არიან ადამიანები, რომლებიც გაფართოებული თვალებით შესციცინებენ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც საქართველოში სიტუაციის არევას ცდილობს“.

„მისი მთავარი მიზანი და რაც არის მისი, როგორც ინსტრუმენტის მთავარი დანიშნულება სხვა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების ხელში, არის ის, რომ საქართველოში სიტუაცია არიოს. ვნახეთ მისი ბიძის გამოსვლა, რომელიც გახლეჩაზე, დაყოფაზე საუბრობდა, მათ შორის, სამხედრო გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე. ეს პოლიტიკური ძალაა და სწორედ ეს ადასტურებს კიდევ ერთხელ, რა მიზნები ჰქონდა იმ ჯგუფებს, რომლებმაც ის საქართველოში 2021 წელს შემოაპარეს, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა. რათა არჩევნების წინ ქვეყანა აერია, მათ შორის, მათი მიზანი იყო, რომ იმ პერიოდში, როდესაც რუსეთის აგრესია მიდის უკრაინაში, სიტუაცია ჩვენთანაც არეულიყო. ეს ყველაფერი, საბოლოოდ, ჩვენი საზოგადოებისთვის ნათელია.

პირდაპირ ეთერში ვხედავთ ადამიანს, რომელიც უცხოური ჯგუფებიდან იმართება, ვინც შემოაპარეს, ვინც მფარველობს. ხან რომელ რეზოლუციაში აღმოჩნდება ხოლმე მისი სახელი და გვარი აბსოლუტური ტყუილებით, თითქოს აწამებდნენ, ხან პოლიტიკური ჯგუფების რომელიღაც განცხადებაში და ხან პირდაპირ ქმედებებში.

ვიცით, რომ ის საქართველოში უკრაინის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილემ შემოაპარა. ამაზე მეტი მტკიცებულება რაღა გვინდა, როდესაც ქვეყანაში უცხო ქვეყნის სპეცსამსახური შემოგაპარებს, შემდეგ სასამართლოზე ამბობ, რომ ქართული ენა დაგავიწყდა და უკრაინულად გელაპარაკონ, შემდეგ უკვე პრეტენზიები გაქვს, რომ საქართველოში პოლიტიკურად აქტიური უნდა იყო.

ეს არის სამარცხვინო ცირკი, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ და კიდევ ვხედავთ, რომ მის პოლიტიკურ პარტიებში არიან ადამიანები, რომლებსაც ხბოს აღტყინებით, გაფართოებული თვალებით შესციცინებენ მას, ადამიანს, რომელიც საქართველოში სიტუაციის არევას ცდილობს.

ცდილობს, რომ იყოს დესტაბილიზაცია. ამიტომ ეს არის მთავარი პრობლემა, რომ ჩვენ საქართველოში გვყავს პოლიტიკური ჯგუფი „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, რომელიც ანტიქართული პოლიტიკური გაერთიანებაა და სანამ მას შესაძლებლობა აქვს, რომ პოლიტიკური გავლენები ჰქონდეს, ეს საქართველოსთვის პრობლემაა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სააკაშვილი: „ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, ჩემს შვილებს მამა ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს“

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ თეა წულუკიანს პრეზიდენტის პოსტისთვის ამზადებს, კახა კალაძეს კი პრემიერ-მინისტრობისთვის  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g