LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი: „ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, ჩემს შვილებს მამა ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს“

233
Untitled design

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. პიჯაკების საქმეზე, დღეს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი იმართება. სხდომას დისტანციურ რეჟიმში ესწრება თავად მიხეილ სააკაშვილიც.

სიტყვით მიმართვის დროს, სააკაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ, გამოცემა Le Monde-თან გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და მას მიმართა.

რას პასუხობს ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე დასმულ კითხვას: „გარწმუნებთ, ის ამბობს, რომ უკეთაა – უცხოეთში წასვლის სურვილის ნაცვლად, საარჩევნო კამპანიაში ჩართვას აპირებს“

„ქალბატონ სალომეს შეუძლია, ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემს შვილებს მამა.

რაც მთავარია, აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი საქართველოში. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი იქიდან აწარმოებს საარჩევნო კამპანიასო. ორივე კოლუმბიის უნივერსიტეტში ვსწავლობდით, არ მგონია, ვინმეს ქალბატონი სალომესთვის იქ ესწავლებინა, რომ არსებობს საარჩევნო კამპანიის წარმოების ერთ-ერთი ფორმა – გალიიდან საარჩევნო კამპანიის წარმოება“, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

magti 5g