„კაცი პატიმარია, ციხეში ყოფნა ეკუთვნის და ციხეშიც კი არ არის“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრის დროს განაცხადა.
კობახიძის თქმით, „ისეთი განცხადებები უნდა გაკეთდეს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მხრიდან თვითდაზიანებას არ წაახალისებს“.
„წარმოუდგენელია, კაცი პატიმარია და ციხეშიც კი არ არის. ის არის უკიდურეს კომფორტში, კერძო კლინიკაში. ვიდეოკადრებიდან თქვენ ნახეთ მედპერსონალის დამოკიდებულება მის მიმართ და, საპირისპიროდ – როგორ არის მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულება. კაცი პატიმარია, ციხეში ყოფნა ეკუთვნის და ციხეშიც კი არ არის.
ეს ადამიანი საკუთარ თავს იზიანებდა ჯერ გამოცხადებული შიმშილით, შემდეგ გამოუცხადებელი შიმშილობით. ასეთ დროს ჯანმრთელობაზე მინიშნებებს ჩვენ რომ გვიკეთებენ, არასწორია“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
მიხეილ ყაველაშვილი: სააკაშვილი ჭანჭიკია.. გინდ ციხეში დატოვე, გინდ ციხის გარეთ, ეგ არ შეიცვლება