LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: თუ რადიკალური ოპოზიციის გათვლაა, რომ პარლამენტი სახალხო დამცველის არჩევას ვერ მოახერხებს, მაგრამ ისინი ასეთი „ტრიუკებით“ გიორგი ბურჯანაძეს დე ფაქტო ომბუდსმენად დატოვებენ, ეს მძიმე მოვლენა იქნება

44
კობახიძე და გიორგი ბურჯანაძე

„თუ რადიკალური ოპოზიციის გათვლა არის ის, რომ პარლამენტი სახალხო დამცველის არჩევას ვერ მოახერხებს, მაგრამ ისინი ასეთი „ტრიუკებით“ გიორგი ბურჯანაძეს დე ფაქტო სახალხო დამცველად დატოვებენ, ეს მძიმე მოვლენა იქნება და საზოგადოებამ ეს უნდა შეაფასოს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, სახალხო დამცველის არჩევის საკითხი რეალურად, ოპოზიციის ხელშია, ვინაიდან „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 90 ხმა არ აქვს.

აღნიშნულ თემაზე საუბრისას კობახიძემ მოქმედ სახალხო დამცველზე, ნინო ლომჯარიაზე ისაუბრა და თქვა, რომ არ გამორიცხავს, ისეთი პოლიტიკური ნაბიჯი გადადგას, ომბუდსმენობის მოვალეობის შემსრულებლად, საკუთარმა პირველმა მოადგილემ ჩაანაცვლოს.

„ლომჯარია პოლიტიკურ პროცესებში ისე იყო ჩართული რომ არ გამოვრიცხავ, თუნდაც ასეთი პოლიტიკურ ნაბიჯი გადადგას, რომ საკუთარი პირველი მოადგილე ჩაანაცვლოს, იმისათვის რომ მოვალეობის შემსრულებლად კიდევ ერთი პოლიტიკოსი – გიორგი ბურჯანაძე დატოვოს.

რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად მიუღებელი იქნება და საზოგადოება შეაფასებს ამ ნაბიჯსაც. ჩვენ ვერავის ვერ ავირჩევთ თუ ოპოზიციის მხარდაჭერა არ იქნება, იმიტომ რომ სახალხო დამცველის არჩევას 90 ხმა სჭირდება,“ – განაცხადა ირაკლო კობახიძემ.

რაც შეეხება პოლიტიკური ჯგუფ „მოქალაქეების“ გადაწყვეტილებას, რომ სახალხო დამცველის პოსტზე ასარჩევად პარლამენტს 19-ვე კანდიდატურა წარუდგინოს, როგორც კობახიძემ აღნიშნა, ამის მიხედვით, პარლამენტს 19-ვე კანდიდატთან გასაუბრების ჩატარება მოუწევს, რაც პარლამენტისთვის „მეტ ტვირთს ნიშნავს“.

სახალხო დამცველის კანდიდატებზე კომისიის შეფასება ცნობილია – ვის აქვს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი

კანდიდატები კეთილსინდისიერების, მიუკერძოებლობის, დამოუკიდებლობის, მაღალი რეპუტაციის, სათანადო პროფესიული ცოდნისა და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლების სფეროში პრაქტიკული გამოცდილების კრიტერიუმის მიხედვით, 0-იდან 10 ქულამდე შეაფასეს.

„ნაცვლად, დავუშვათ, 7-8-9 კანდიდატისა, ჩვენ 19 კანდიდატს მოვუსმენთ. ტექნიკურად ეს პარლამენტისთვის მეტ ტვირთს ნიშნავს, მაგრამ შეიძლება გამჭვირვალობისთვის ცუდი არ იყოს. ვნახოთ,“ – განაცხადა კობახიძემ და თქვა, რომ „ქართულ ოცნებას“ კონკრეტულ კანდიდატებთან მიმართებით განწყობები აქვს, თუმცა მმართველი გუნდის წარმომადგენლები „მოვლენებს არ უსწრებენ“.

„მე წინ არ გავუსწრებ მოვლენებს. ჩვენ გვაქვს ჩვენი განწყობები კონკრეტულ კანდიდატებთან მიმართებით, მაგრამ არ გავუსწრებ წინ მოვლენებს. გავყვეთ პროცედურას. პროცედურა ითვალისწინებს გასაუბრებას ყველა კანდიდატთან და ამ გასაუბრების შემდეგ ჩვენ საბოლოოდ გავაცნობთ საზოგადოებას ჩვენს პოზიციას. მანამდე მოვერიდებით პოზიციის დაფიქსირებას.“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

„ლელოს”, „სტრატეგია აღმაშენებლის” და ენმ-ის ომბუდსმენობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია

 

magti 5g