პარტია „მოქალაქეები“ პარლამენტს ასარჩევად სახალხო დამცველის ყველა – 19-ვე კანდიდატურას წარუდგენს. ამის შესახებ დღეს, 19 ოქტომბერს, პარტიის წევრმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მათი პარტია ყველა კანდიდატს თანაბარ საშუალებას აძლევს, რომ პარლამენტს თავიანთი მოსაზრებები გააცნონ.
ვინ შეარჩევს სახალხო დამცველის კანდიდატს – შემფასებელი კომისიის შემადგენლობა ცნობილია
„ეს დღეები სახალხო დამცველობის კანდიდატებთან გასაუბრება გვქონდა. ისინი ერთი თხოვნით მოდიან, რომ წარვადგინოთ და საშუალება მივცეთ საკუთარი შესაძლებლობა, მოსაზრებები პარლამენტის წინაშე გამოხატონ და მათი კანდიდატურები კენჭისყრაზე დადგეს. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 19-ვე კანდიდატი წარვადგინოთ. ამის შესაძლებლობას პარლამენტის რეგლამენტი და პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება იძლევა.
სახალხო დამცველის კანდიდატებზე კომისიის შეფასება ცნობილია – ვის აქვს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი
კანდიდატები კეთილსინდისიერების, მიუკერძოებლობის, დამოუკიდებლობის, მაღალი რეპუტაციის, სათანადო პროფესიული ცოდნისა და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლების სფეროში პრაქტიკული გამოცდილების კრიტერიუმის მიხედვით, 0-იდან 10 ქულამდე შეაფასეს.
წარვადგენთ უკლებლივ ყველა კანდიდატს, ყველას მოსმენა გაიმართება პარლამენტში და ყველას სახელი და გვარი დადგება კენჭისყრაზე. კენჭისყრა არის გახსნილი, ღია – პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იქნება. არ ვაპირებთ კანდიდატების მიმართ ფავორიტიზმით დაკავებას, რადგან ძირითადად იაგო ხვიჩიას გარდა, არავის ვიცნობ.
ყველას უნდა მივცეთ საშუალება საკუთარი მოსაზრებები წარადგინონ და სახალხო დამცველობისთვის იბრძოლონ.
დამოკიდებულება, რომ ვიღაცას ვიღაცა მოსწონს და ვიღაცას ვიღაცა არ მოსწონს, უნდა დასრულდეს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
„ლელოს”, „სტრატეგია აღმაშენებლის” და ენმ-ის ომბუდსმენობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია
შეგახსენებთ, რომ მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის შერჩევის საკითხი ერთ-ერთია ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის წარმოდგენილ იმ 12 -პუნქტიან პირობაში, რომელიც წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებადაა შესასრულებელი.
ევროკომისიის რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ ახალი სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა დამოუკიდებელ პირს უნდა მიენიჭოს და ეს პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს.
პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევის ახალი წესი მესამე მოსმენით მიიღო