LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარტია „მოქალაქეები“ სახალხო დამცველობის კანდიდატად ლევან იოსელიანს წარადგენს

137
Untitled design (1)

პარტია „მოქალაქეების“ სახალხო დამცველობის კანდიდატი ამავე პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი იქნება.

ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ლევან იოსელიანს აქვს უნარები, ცოდნა და შესაძლებლობა, რომ 90 მხარდამჭერი ხმა და მეტიც მიიღოს:

„ჩვენმა პარტიამ მივიღეთ ჩემთვის ძალიან რთული გადაწყვეტილება, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ქვეყნისთვის სწორია. პარლამენტშიც სულ რამდენიმე ადამიანი, ან შესაძლოა მხოლოდ ერთი, ვის გარშემოც შესაძლებელია კონსენსუსი. ასეთი არის ჩემი მეგობარი, თანაგუნდელი, ჩვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი, რომელსაც აქვს უნარები, ცოდნა და შესაძლებლობა, რომ 90 ხმაც მიიღოს და მეტიც.

ის არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია კონსენსუსი შეკრას. რამდენადაც რთული უნდა იყოს ჩემთვის და ჩვენი პარტიისთვის, სახალხო დამცველის კანდიდატად  ლევან იოსელიანი უნდა წარვადგინო. სანამ პოლიტიკაში ჩაერთვებოდა, ლევანი გახლდათ ადვოკატი და ადამიანის უფლებები მისთვის ნაცნობი თემაა, სწორედ ამით იყო დაკავებული წლების განმავლობაში”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები