LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევის ახალი წესი მესამე მოსმენით მიიღო

69
B74CB8CB-F8CC-45B9-9DE4-B1395E2B415E

პარლამენტმა მესამე მოსმენით რეგლამენტში შესატანი ცვლილებები მიიღო, რომელიც სახალხო დამცველის არჩევის დროებითი წესს შეეხება.

ცვლილებებს, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავდა, მხარი 83 დეპუტატმა დაუჭირა.

სახალხო დამცველის არჩევის ახალ წესი 31 აგვისტოს „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. თუმცა კანდიდატურის თავად დასახელებაზე „ოცნებამ“ უარი თქვა.

„ოცნების“ მიერ სახალხო დამცველის წესის არჩევის ცვლილებას ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის ნაწილი სკეპტიკურად უყურებს და ფიქრობენ, რომ ომბუდსმენის ასარჩევად მოქმედი წესის შეცვლის საჭიროება არ იდგა.

ცნობისთვის, მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება.

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის შერჩევის საკითხი ერთ-ერთია ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის წარმოდგენილ იმ 12 პუნქტიან პირობაში, რომელიც წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებადაა შესასრულებელი.

ევროკომისიის რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ ახალი სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა დამოუკიდებელ პირს უნდა მიენიჭოს და ეს პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს.

 

პოპულარულები