LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: ვიღაცები რაღაც შანსებს ხედავენ ამ ომში, მათ შორის საქართველოშიც

124
1

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე უკრაინის მხარდაჭერაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველო იყო მსოფლიოს იმ რამდენიმე ქვეყანას შორის, რომლებმაც მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღეს და მკაფიო პოზიცია გამოხატეს.

როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, ხელისუფლება პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას გააგრძელებს და მათი მთავარი ამოცანა ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოება იქნება:

“მსოფლიოში სულ იყო რამდენიმე ქვეყანა, რომელმაც უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუცია მიიღო და ერთ-ერთი იყო საქართველო, რომელმაც გამოხატა ძალიან მკაფიო პოზიცია.

“ვიღაცები რაღაც შანსებს ხედავენ ამ ომში, მათ შორის საქართველოშიც, რაც არის იმის გაგრძელება, რაც ჩვენ ვიხილეთ ამ ადამიანების მხრიდან 2008 წელს, როდესაც მათ საკუთარი ქმედებებით ჩვენი ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციას ჩააბარეს.

ასეთი ადამიანებისგან ჩვენი საგარეო პოლიტიკა არ უნდა განისაზღვრებოდეს და, მადლობა ღმერთს, რომ არც განისაზღვრება. მათ უნდა გვაცადონ იმ საგარეო პოლიტიკის წარმოება, რომლის შედეგია ის, რომ პირველი ხელისუფლებაა “ქართული ოცნება”, რომლის პირობებშიც ომი არ ყოფილა.

ჩვენ პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას გავაგრძელებთ და ჩვენი მთავარი ამოცანაა ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოება. ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები სწორედ ამ მიზანს ემსახურება”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინაში ომი არ დაიწყება და აღნიშნავს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება მძიმე არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის და ევროპისთვის:

“ჩვენ შეშფოთებულები ვართ არსებული მდგომარეობით. არის რთული და მძიმე ტენდენცია. კვლავაც ვიტოვებთ იმედს, რომ უკრაინაში ომი არ დაიწყება. ეს იქნება მძიმე არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის და ევროპისთვის.

შესაბამისად, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ომის არდაშვება და თუ რამე შეგვიძლია, რომ გავაკეთოთ, მაქსიმუმს გავაკეთებთ, ეს არის ჩვენი ამოცანა. სხვა მხრივ, დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას და ჩვენი შესაბამისი რეაქციები მოვლენების კვალდაკვალ იქნება გამოხატული”, – თქვა კობახიძემ.

magti 5g