LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობი-გუდაურის საბაგირო გზის მშენებლობა 2018 წლის ბოლოს დასრულდება

158

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი კობი-გუდაურის საბაგირო გზის პროექტირებისა და მშენებლობის სამუშაოებს ახორციელებს.

უწყების ცნობით, პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 81 მილიონი ლარია. პროექტი 2018 წლის ბოლოს დასრულდება.

„ახალი საბაგირო გზა დაახლოებით შვიდნახევარი კილომეტრი სიგრძის იქნება და უამინდობისა და დიდთოვლობის გამო ყაზბეგში ჩაკეტილი გზით გამოწვეულ პრობლემასაც მოაგვარებს. საბაგირო გზით გუდაურიკობის მიმართულებით გადაადგილებას არა მხოლოდ მოთხილამურეები, არამედ მოსახლეობაც შეძლებს.

ახალი საბაგირო გზა ჩრდილოეთ ფერდობზე მდებარეობს და მის მიმდებარე სათხილამურო გზაზე სრიალი გვიან გაზაფხულამდე იქნება შესაძლებელი. კობიგუდაურის საბაგირო გზის პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მიმდებარე არეალში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც თავის მხრივ გაზრდის ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობებს”, – აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ცნობით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ყაზბეგში არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. მათ შორისაა, დაბა სტეფანწმინდაში მიმდინარე სპორტ-სკოლის რეაბილიტაცია და გერგერთის სამებამდე მისასვლელი საავტომობილო გზის მშენებლობა. დაგეგმილია ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები