LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოჯორში გარდაცვლილი ბაჩო ქართველიშვილის ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ: „ხშირად მართლა მიჩნდება შეგრძნება, რომ გაცილებით მეტს იმსახურებენ..“

633
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (3)

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „შენი დილა“ გარდაცვლილ 33 წლის ბაჩო ქართველიშვილის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუს ავრცელებს.

დაკარგული 33 წლის ბაჩო ქართველიშვილი, რომელიც გარდაცვლილი კოჯორში იპოვეს, „ხალხის ძალის“ წევრის, ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის შვილია.

„მთელი ქვეყანა შენი უბედურების თანაზიარია“ - ტრაგედია დავით ქართველიშვილის ოჯახში

კომპანია „ჯორჯიან ჰოლიდეის“ გენერალური დირექტორი, 4 შვილის მამა იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ბაჩო ქართველიშვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.

კომპანია „ჯორჯიან ჰოლიდეის“ გენერალური დირექტორი, 4 შვილის მამა იყო.

„მე ვარ 4 შვილის თავზეხელაღებული მამა, როგორიც ბევრს ვგონივარ და დღესდღეობით ვცდილობ, ჩემს მეუღლესთან ერთად გავზარდო ჯანმრთელი ბავშვები. მამობის პრაქტიკაში აღმოვაჩინე, რომ ბავშვებს ყურადღება ძალიან სჭირდებათ. შეიძლება ბავშვს ბევრი სხვა რამ დააკლო, მაგრამ ყურადღება არასდროს. [ბავშვებისთვის] ეს არის ჰაერიც და საჭმელიც. ყველაფერი დანარჩენი უკვე მეორეხარისხოვანია.

ბავშვების აღზრდაში ჩართულობის საკითხი არც დამდგარა. ალბათ, ბუნებრივად მოვიდა, მოვალეობის გადანაწილება და დროის გამოყოფაც..

თან ისეთ ოჯახში აღვიზარდე, სადაც არ გვქონია ასე მკვეთრად განაწილებული როლი კაცსა და ქალს შორის. ყოველთვის ვეხმარებოდით დედას მეც და ჩემი ძმაც.

 

? ბაჩო ქართველიშვილის პორტრეტი, რომელიც დღეს კოჯორში გარდაცვლილი იპოვეს

? ბაჩო ქართველიშვილის პორტრეტი, რომელიც დღეს კოჯორში გარდაცვლილი იპოვეს | სიუჟეტი “შენი დილის” არქივიდან

Posted by შენი დილა • Sheni Dila on ხუთშაბათი, 09 თებერვალი, 2023

 

ხშირად მართლა მიჩნდება შეგრძნება, რომ გაცილებით მეტიც არის საჭირო და მეტს იმსახურებენ.. ჩემი დღის ყველაზე საყვარელი ნაწილია დილით მათი ბაღში წაყვანა..“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g