LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კოკა-კოლას” 1200 თანამშრომელი უმუშევარი რჩება

405

„კოკა-კოლა” თანამშრომლებს ამცირებს. ამერიკული კომპანია დაახლოებით 1200 სამუშაო ადგილის გაუქმებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ”ბი-ბი-სი” ავრცელებს.

კომპანიის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ”კოკა-კოლას” პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირების გამო მიიღეს. 2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, „კოკა-კოლას“ გაყიდვები 1%-ით შემცირდა. ამერიკული კომპანია აღნიშნავს, რომ ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა სულ უფრო ნაკლებად ინტერესდება მისი პროდუქციით.

როგორც ”ბი-ბი-სი” იუწყება, ”კოკა-კოლაში” თანამშრომელთა შემცირება 2017 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყება და 2018 წელსაც  გაგრძელდება. ამ ეტაპზე კი კომპანიაში, მსოფლიოს მასშტაბით, 100 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები