LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კოლექტიური დასავლეთი ბირთვული კომპონენტის მქონე იარაღის გამოყენებას თუ დაიწყებს, რუსეთი იძულებული გახდება, ამაზე რეაგირება მოახდინოს” – პუტინი

142
ვლადიმერ პუტინი

კოლექტიური დასავლეთი ბირთვული კომპონენტის მქონე იარაღის გამოყენებას თუ დაიწყებს, რუსეთი იძულებული გახდება, ამაზე რეაგირება მოახდინოს, – აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც ჩანს, დასავლეთმა მართლაც გადაწყვიტა რუსეთთან ბრძოლა ბოლო უკრაინელამდე არა სიტყვით, არამედ საქმით.

„დღეს ცნობილი გახდა, რომ გაერთიანებულმა სამეფომ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს უფროსის მოადგილის მეშვეობით გამოაცხადა უკრაინისთვის არა მხოლოდ ტანკების, არამედ გაღარიბებული ურანის ჭურვების მიწოდება. როგორც ჩანს, დასავლეთმა მართლაც გადაწყვიტა რუსეთთან ბრძოლა ბოლო უკრაინელამდე არა სიტყვით, არამედ საქმით.

ეს ნიშნავს, რომ კოლექტიური დასავლეთი უკვე იწყებს ბირთვული კომპონენტის მქონე იარაღის გამოყენებას. კოლექტიური დასავლეთი ბირთვული კომპონენტის მქონე იარაღის გამოყენებას თუ დაიწყებს, რუსეთი იძულებული გახდება, ამაზე რეაგირება მოახდინოს”, – აცხადებს პუტინი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები