კომაროვის სკოლა კიდევ ერთ წარმატებულ მოსწავლეს გვაცნობს. ამჯერად საუბარია კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეზე – მიქაელ ხარაძე.
მიქაელი „ვაშინგტონი და ლის უნივერსიტეტში“ (Washington And Lee University) ჩაირიცხა სრული, 334 000 $-იანი დაფინანსებით და სწავლას კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით გააგრძელებს. კომაროვის სკოლის ცნობით, „ვაშინგტონი და ლის უნივერსიტეტი“ გამოირჩევა მაღალი ხარისხის განათლებითა და პრესტიჟით, რომელსაც US News-ის რეიტინგებიც მოწმობს. სწავლის დაფინანსებასთან ერთად, მიქაელ ხარაძეს უნივერსიტეტის სტიპენდიაც დაენიშნა.
ქუთაისელმა მოსწავლემ ჰარვარდის უნივერსიტეტის 95%-იანი დაფინანსება მოიპოვა
„მიქაელმა SAT გამოცდაზე მათემატიკის მოდულში მაქსიმალური ქულა დააფიქსირა 800/800. მიქაელი არის: ლატვიის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული 2022 წლის საერთაშორისო ჰაკათონის გამარჯვებული გუნდის კაპიტანი; ინფორმატიკის ოლიმპიადა Olyinfo-ს 2022 წლის შემოდგომის ერთ-ერთი გამარჯვებული; კინგსის ინგლისურის ეროვნული ოლიმპიადის 2021 წლის გაზაფხულის გამარჯვებული; ??EducationUSA Georgia ქსელის Competitive College Club Congress-ის ერთ-ერთი დელეგატი 2021 წლიდან. მიქაელმა გაიარა სტაჟირება პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის მიმართულებით „ხალიკ ბანკში“ 2021 წლის ზაფხულში. ის არის The Teen Magazine ონლაინ ჟურნალის ერთ-ერთი რედაქტორი 2021 წლიდან.
ამ წარმატებების პარალელურად მიქაელს თავისუფალ დროს უყვარს მოთხრობების წერა ინგლისურ ენაზე. ასევე აინტერესებს ეკონომიკური თეორიები და ფსიქოლოგია. კომაროვის სკოლა წარმატებებს უსურვებს მიქაელს!“, – ნათქვამია კომაროვის სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.