წელს რუსეთში ტურგენევის სახელობის აკადემიურ თეატრში, ყირიმის ანექსიის რვა წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. ღონისძიებების სერია სახელწოდებით „რუსეთი, ყირიმი, დონბასი“ რამდენიმე დღის მანძილზე გრძელდებოდა. აქცია მთლიანად უჭერს მხარს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის ტერიტორიაზე.
რუსული მედია წერს, რომ კონცერტის საპატიო სტუმარი იყო რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, სოსო პავლიაშვილი. პავლიაშვილმა კონცერტზე თავისი სიმღერები შეასრულა.
კონცერტის ორგანიზატორი ორიოლის ოლქის ხელისუფლება იყო.
„კრემლის სასახლიდან“ კრასნოგორსკამდე – სოსო პავლიაშვილი რუსეთში კონცერტების სერიას განაგრძობს