LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსი ადამიანის ორგანიზმში 37 დღე რჩება – ჩინელი სპეციალისტები

474
coronavirus3m-c970eu

ჩინელი სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთათვის 14-დღიანი საკარანტინო პერიოდი საკმარისი არ არის.

“კორონავირუსის ახალი შტამი ადამიანის ორგანიზმში არა 2 კვირა, არამედ 37 დღემდე, 5 კვირა რჩება” – წერია ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალში The Lancet, ჩინეთის სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერთა კვლევებზე დაყრდნობით.

ჩინელმა ექსპერტებმა 191 ადამიანზე, რომელთაც უხანში კორონავირუსი დაუდასტურდათ, კვლევა ჩაატარეს  და დაადგინეს, რომ ვირუსი მათ ორგანიზმში არა 14, არამედ 37 დღემდე დარჩა. კვლევაში მონაწილე 54 პაციენტი “კოვიდ 19”-ით დაიღუპა.

მათი კვლევით დადგინდა, რომ ინფექცია ორგანიზმში ძირითადად სასუნთქი გზებიდან ხვდება.

ექსპერტების აზრით, მიღებული მონაცემები მნიშვნელოვანია საკარანტინო რეჟიმის ხანგრძლივობის შეცვლისა და ინფციცირებულთა მკურნალობის პროცედურისთვის.

კორონავირუსის ეპიდაფეთქება 2019 წლის დეკემბრის ბოლოს, ჩინეთში დაიწყო. მარტის შუა რიცხვებში, WHO – გლობალური პანდემია გამოაცხადა.

უახლესი მონაცემებით, კორონავირუსი 198 ქვეყანაშია გავრცელებული და მსოფლიოს მასშტაბოთ ვირუსმა 22 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები