LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის გავრცელება ქვეყანაში 50%-დან 70%-მდეა – ამირან გამყრელიძე

104
unnamed

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ადასტურებს, რომ ქვეყანაში უკვე დაიწყო ბრიტანული შტამის გავრცელება და დაფიქსირებული შემთხვევების, 50%-დან 70%-მდე კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამია.

ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

“საუბარია, რომ 50%-დან 70%-მდე ცირკულირებს ქვეყანაში, ისევე როგორც ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ბრიტანული შტამი,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კოვიდსტატისტიკა კვლავ მზარდია.

ბოლო 24 საათში, ვირუსით ინფიცირების 707 შემთხვევა გამოვლინდა.

კორონავირუსისგან ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა 8 ადამიანი.

კოვიდინფექცია დაამარცხა 592-მა პაციენტმა.

საქართველოში კორონავირუსის 707 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართელოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.85 %-ია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები