LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის გამო ჩრდილოეთ კორეაში ჩინოვნიკი დახვრიტეს: კაცი აბანოში წავიდა და ეს არ აპატიეს

461
1581619507-3214

ჩინეთში კორონავირუსის აღმოჩენისა და მსოფლიო მედიაში ინფორმაციის გავრცელებისთანავე, პირველი სახელმწიფო, რომელმაც განსაკუთრებული ზომები მიიღო, ჩრდილოეთ კორეა იყო. პრეზიდენტის განკარგულებით, სახელმწიფო საზღვარი მაშინვე გადაკეტეს (გეგონება მანამდე გახსნილი ქონდათ) და აიკრძალა ყველა ქვეყანასთან მიმოსვლა. თებერვლის თვიდან კი ზომები კიდევ უფრო გამკაცრდა. ქვეყანაში ამ დრომდე არ დაფიქსირებულა კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა.

ჩრდილოეთ კორეაში ვირუსთან ბრძოლის განსხავებული და სასტიკი ზომებია დაწესებული. უცხოური მედიის ცნობით, აქ ახალი ვირუსის პრევენციის ყველაზე სასტიკი შემთხვევა მოხდა. ვაჭრობის სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც სამუშაო ვიზიტით ჩინეთში იმყოფებოდა, ქვეყანაში დაბრუნებისთანავე კარანტინში მოათავსეს. მას აეკრძა­ლა სპე­ცი­ა­ლუ­რი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე იზოლირებული შენობის დატოვება და გარეთ გას­ვლა, თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც აკ­რძალ­ვას არ და­ე­მორ­ჩი­ლა და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აბა­ნო­ში წა­ვი­და, ის… დახ­ვრი­ტეს.

განაჩენი გამოტანისთანავე, რამდენიმე საათში მოიყვანეს სისრულეში.

1486 გარდაცვლილი – ბრძოლა კორონავირუსის წინააღმდეგ გრძელდება

არადა, უცხოური მედიის ცნობით, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ იყო ნამ­დვი­ლად ინფიცირებული იყო თუ არა სივდილით დასჯილი ჩინოვნიკი ახალი კორონავირუსით.

ოფიციალური დასტური ჩრდილოეთ კორეის შესაბამის უწყებაში არ მოიპოვება. გამოცემა “გორდონი” წერს, რომ გამკაცრებული ზომები აქ თებერვლის დასაწყისიდან ამოქმედდა. ქვეყნის ლიდერის კიმ ჩენ ინის მოთხოვნით, ნებისმიერი კანონდამრღვევი სამხედრო წესის უმაღლესი ფორმით გასამართლდება, რაც სიკვდილით დასჯას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები