ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 1486-ს მიაღწია. ქვეყანაში ვირუსის 65 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. 5 ათასამდე ადამიანი კი უკვე გამოჯანმრთელდა და სამედიცინო დაწესებულებებიდან გაეწერა.
სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები კორონავირუსის პრევენციისთვის შესაბამის ზომებს მიმართავენ.
კორონავირუსის დიაგნოსტირება უკვე საქართველოშიც შესაძლებელია
ვირუსულ ინფექციასთან საბრძოლველად იაპონია 140 მილიონ დოლარს გამოყოფს. კორონავირუსის შემთხვევები ჩინეთის გარდა 27 ქვეყანაში ფიქსირდება.
რაც შეეხება დაინფიცირებულ ადამიანებს, მათი რიცხვი, გლობალური მასშტაბით, 65 191-ს აჭარბებს.
რა არის კორონავირუსი, საიდან ჩნდება და არის თუ არა საშიშროება, რომ საქართველოშიც გავრცელდეს
ანტიბიოტიკები მის წინააღმდეგ ეფექტიანი არ არის.