რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი გარდაიცვალა.
ჩარკვიანი 20 წლის იყო.
როგორც ცნობილია, სპორტსმენი საავადმყოფოში 12 დღის წინ შეიყვანეს.
კორონავირუსმა მას ფილტვები მნიშვნელოვნად დაუზიანა, რის გამოც ექიმებმა ფეხბურთელის გადარჩენა ვერ შეძლეს.
ვახტანგ ჩარკვიანი თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია, მისი ბოლო გუნდი კი „ვიტ ჯორჯია 2“ იყო.