LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვიდპასპორტის არმქონე პირის მათთან შესვლის გამო, ჯარიმა არა მოქალაქეს, არამედ ბიზნესსუბიექტს დაეკისრება

245
მწვანე-პასპორტი

1-ლი დეკემბრიდან, კოვიდპასპორტის არმქონე პირის სხვადასხვა ობიექტში შესვლის შემთხვევაში, ჯარიმა არა მოქალაქეს, არამედ ბიზნესსუბიექტს დაეკისრება. ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

როგორც შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ განაცხადა, კოვიდპასპორტის არმქონე პირის დაწესებულებაში შეშვების გამო, ინდმეწარმე 2000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 10 ათასი ლარით დაჯარიმდება.

„დარღვევის აღმოჩენისას დაჯარიმდება მხოლოდ ობიექტი, ხოლო კოვიდპასპორტის არმქონე მოქალაქეს ასეთ შემთხვევაში ჯარიმა არ დაეკისრება. შრომის ინსპექცია როგორც აქამდე აკონტროლებდა კოვიდრეგულაციების აღსრულებას, ასევე გააკონტროლებს ე.წ. მწვანე პასპორტების მოქმედების არეალებში დასაცავ წესებს. ეს იქნება გეგმური და არა გეგმური ინსპექტირებები და მოვახდენთ იდენტიფიცირებას, თუ რამდენად იცავს ობიექტი ე.წ. მწვანე პასპორტებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს“, – აღნიშნა ბექა ფერაძემ.

მისივე ინფორმაციით, შემოწმების ნაწილში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა უწყებები იქნებიან ჩართული. იქნება ეს შს სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფები, ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას გარკვეულ ობიექტებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები