LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრამონი: მხარს ვუჭერთ EU-ს წევრობის კანდიდატობას საქართველოსთვის, როგორც კი მთავრობა შეწყვეტს დემოკრატიულ უკუსვლას, ბურთი „ქართული ოცნების“ მოედანზეა

48
1616178684-ვიოლა-ფონ-კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ევროპარლამენტი განიხილავს საკვანძო რეზოლუციას ევროკავშირის ისტორიულ სამიტამდე ცოტა ხნით ადრე.

“ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას საქართველოსთვის, როგორც კი მისი მთავრობა შეწყვეტს დემოკრატიულ უკუსვლას. ბურთი „ქართული ოცნების“ მოედანზეა“, — აცხადებს ვიოლა ფონ კრამონი.

ცნობისთვის, ევროპარლამენტი დღეს განიხილავს, ხვალ, 9 ივნისს კი კენჭს უყრის რეზოლუციას საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებსა და ჟურნალისტის უსაფრთხოებაზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები