LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს“ – აქციიდან ვირუსულად გავრცელებულ კადრს პრეზიდენტი ეხმაურება

254
Untitled design - 2024-04-19T141802.692

სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა გუშინ, პარლამენტთან გამართულ აქციაზე გადაღებული ვიდეო.

კადრს, რომელშიც ჩანს, გოგონა საქართველოს დროშით ხელში, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზიარებს საკუთარ ფეისბუკგვერდზე:

„მომავლის და საკუთარი თავის, რომ ჯერა ადამიანს, მისთვის შეუძლებელი არ არსებობს.

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

„საოცარი სილამაზით, სიამაყით და სილაღით მიაბიჯებს მომავალი თაობა თავის სასურველ მომავალში! აღარასდროს დაბრუნდება საქართველო საბჭოთა კავშირში!“ – ბუკა პეტრიაშვილი აქციაზე გადაღებულ კადრებს ეხმიანება

ახალგაზრდებმა პარლამენტთან მორიგი აქცია 19 აპრილს, 19:00 საათზე დააანონსეს

პოპულარულები