LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრამონი: სააკაშვილის მდგომარეობა უკიდურესად შემაშფოთებელია და საქართველოს ხელისუფლება საფრთხეში აყენებს მის მომავალს ევროკავშირში

118
ვიოლა ფონ კრამონი ევროპარლამენტარებთან ერთად

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ მესამე პრეზიდენტისა და ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შემაშფოთებელია.

როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნავს, სრული პასუხისმგებლობა პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საქართველოს მთავრობას ეკისრება:

„არც მეტი, არც ნაკლები, ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები არიან სალომე სამადაშვილები და ლევან ხაბეიშვილები“ – კობახიძე ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე

როგორც კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების კონტექსტში, მათ [ევროპარლამენტარების ნაწილის] პოზიციას არანაირი მნიშვნელობა და დატვირთვა არ აქვს.

„საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია ყველა თავისი პატიმრის ჯანმრთელობაზე. სააკაშვილის მდგომარეობა უკიდურესად შემაშფოთებელია და საქართველოს ხელისუფლება საფრთხეში აყენებს მის მომავალს ევროკავშირში. მოდი, გადავწყვიტოთ ეს ჰუმანიტარული საკითხი, რათა უფრო დიდ ამოცანებზე გავამახვილოთ ყურადღება,“– წერს ევროპარლამენტარი.

„ეს ფოტოები მხოლოდ პუტინს სიამოვნებს… თავისუფლება მიშას!“ – ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ერთობლივ მოწოდებას ავრცელებენ

ცნობისთვის, გუშინ, ევროპარლამენტში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დებატები გაიმართა, სადაც ევროპარლამენტარებმა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრეს. როგორც მოგვიანებით აღნიშნეს, ამ საკითხზე, მთავარი პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას ეკისრება.

პოლიტიკური მეტოქისადმი ანგარიშსწორება თუ წარსულში დაბრუნება – რა თქვეს ევროპარლამენტარებმა სააკაშვილზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები