LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკური მეტოქისადმი ანგარიშსწორება თუ წარსულში დაბრუნება – რა თქვეს ევროპარლამენტარებმა სააკაშვილზე

169
BeFunky-collage (1)

დღეს ჩვენ გვიწევს ვისაუბროთ პოლიტიკურ პატიმარზე კანდიდატის სტატუსის ნაცვლად, – ეს განცხადება ევროპარლამენტარმა, მწვანეთა პარტიის დეპუტატმა, მარკეტა გრეგოროვამ ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ სპეციალურ სხდომაზე გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ დებატების გამართვის ინიციატივით ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა გამოვიდა მას შემდეგ, რაც 1 თებერვლის სასამართლო სხდომიდან სააკაშვილის მდგომარეობის ამსახველი ფოტოები გავრცელდა.

დავით არახამიამ გადმომცა ფოტოები.. სურვილი მექნებოდა, რომ ნახოთ, როგორ გამოიყურება: ზელენსკი

ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას თქმით, მიხეილ სააკაშვილის საქმე იმდენად მოიცავს ყველაფერს, რომ „მას თვალს ვერ აარიდებს“.

მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, ყურადღება შეაჩეროს არა მხოლოდ იმ პოლიტიკურ ფაქტორებზე, რომელსაც ის იგებს სააკაშვილის საპატიმროში დატოვებით, არამედ იმაზეც, თუ რას კარგავს ამ პროცესში, რადგან გრეგოროვას თქმით, სააკაშვილის საკითხი იმდენად ყოვლისმომცველია, რომ ახლა ევროპარლამენტში დებატებისას განიხილება პოლიტიკური პატიმრის ბედი და არა მაგალითად კანდიდატის სტატუსი.

“როდესაც თვითდაზიანებას ეწევა პატიმარი, ამაზე პასუხისმგებლობა ყოველთვის არის თვითდამზიანებელზე” – მდინარაძე სააკაშვილზე

კალაძე სააკაშვილზე: „ცხადია, ადამიანი დაიკლებს წონაში, როცა შესაბამისი რაოდენობით საკვებს არ იღებს და ამას აკეთებს მიზანმიმართულად“

„არ არსებობს არავითარი დიდი კონსპირაცია, მაგალითად ის, რომ რამეს გვიხდის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ან გადაგვიბირა მიხეილ სააკაშვილმა, ასეთი რამ მსმენია.

ჩვენ გვაღელვებს, რადგან ასეც უნდა იყოს. ესაა ღრმად პოლიტიზებული საქმე, ადამიანი ციხეში კვდება. ასე რომ, ვთხოვ საქართველოს ხელისუფლებას, არ იფიქროს მხოლოდ პოლიტიკურ ქულებზე, რომლებიც შეიძლება ციხეში მისი დატოვებით მიიღონ, არამედ იმ ქულებზეც, რომლებიც შეიძლება ამით დაკარგონ“,- აღნიშნა მან.

ფოტიგა: სააკაშვილი ციხეში კვდება და ამას საქართველოს მომავალზე დიდი გავლენა ექნება

„სააკაშვილს არ ეპყრობიან ისე, როგორც სხვა ნებისმიერ პატიმარს“

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი მიიჩნევს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანა, ერთი მხრივ, მის სიცოცხლეს გადაარჩენს, ხოლო მეორე მხრივ , ქვეყანას ევროპული სახის შენარჩუნების შანსს მისცემს.

„საქართველოს დღევანდელი მთავრობა ამტკიცებს, რომ პროევროპულია და დასავლეთთან უფრო მჭიდრო კავშირი სურს. ამავდროულად, საზოგადოება ღრმად პოლარიზებულია და გაცხარებული პოლიტიკური ბრძოლები ელემენტარულ პოლიტიკური კულტურის მიღმაა.

მიხეილ სააკაშვილი, ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც გამოაცოცხლა საქართველო და შეცვალა ქვეყანა ისე, რომ ვერ იცნობდით, 16 თვეა, ციხეში იტანჯება. არის ეს პოლიტიკური მეტოქისადმი ანგარიშსწორება თუ წარსულში დაბრუნება?“, — თქვა აუსტრევიჩუსმა.

ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩეს ამორმა დებატების დროს აღნიშნა, რომ „ამ დარბაზში არსებული თითოეული ადამიანი მოუწოდებდა მიხეილ სააკაშვილს არ გადაეკვეთა საქართველოს საზღვარი უკანონოდ“.

„თუმცა, მან მაინც გააკეთა ეს არჩევნების წინ. სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა ასევე დადებითი იქნებოდა საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვისაც. ეს პოლიტიკური დღის წესრიგის ნორმალიზებას გამოიწვევდა და პოლარიზებას შეამცირებდა”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

ევროპარლამენტარმა, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრმა მირიამ ლექსმანმა საქართველოს ხელისუფლების ქცევას მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამარცხვინოს უწოდა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის საკითხთან დაკავშირებით გამართულ დებატებისას ლექსმანმა კიდევ ერთხელ სთხოვა საქართველოს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილს მისცენ საზღვარგარეთ გადაუდებელი სამედიცინო მკურნალობის მიღების საშუალება.

„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლე საფრთხეშია. თამაში, ტრიუკები და გადავადება უნდა შეწყდეს. ეს სამარცხვინო საქციელი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სრულ წინააღმდეგობაშია ევროპასთან დაახლოების გაცხადებულ მიზანთან და [ევროკავშირის] პრინციპებთან და ფასეულობებთან..

ექსპრეზიდენტი სააკაშვილი არ უნდა მოკვდეს ციხეში. საქართველოს ხელისუფლებას აკისრია სრული პასუხისმგებლობა მის ჯანმრთელობაზე და იქნება პასუხისმგებელი, თუ მას რამე დაემართება“, — განაცხადა ევროპარლამენტარმა.

ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის შესახებ გამართული დებატებისას განცხადება გააკეთა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა.

პოლ იონსონმა თქვა, რომ „ევროპარლამენტის დებატები ხაზს უსვამს საქართველოს მხრიდან კანონის უზენაესობის განმტკიცების მნიშვნელობას, საერთაშორისო სამართლის ნორმების აღსრულებას ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ“ და მისივე შეფასებით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირის წევრობის განაცხადის კონტექსტში.

იონსონი აღნიშნულ დებატებს, ევროპის კავშირის საბჭოს სახელით ესწრებოდა, რომლის პრეზიდენტიც ახლა შვედეთია.

„პატიმართა მოპყრობის შესახებ გაეროს ფუნდამენტური პრინციპების თანახმად (რომლის ხელის მომწერი საქართველოცაა), თავისუფლების აღკვეთა ჯანდაცვას წვდომის უფლების შეზღუდვას არ ნიშნავს, პირიქით, ამ დროს პატიმრის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებს.

სააკაშვილი დაპატიმრებულია 2021 წლიდან, საქართველოში დაბრუნების შემდეგ. 2022 წლის მაისში ის მისივე მოთხოვნის საფუძველზე კერძო კლინიკაში გადაიყვანეს, რისი მიზეზიც ჯანმრთელობას უკავშირდებოდა. ჩვენ დიდი ყურადღებით ვაკვირდებით შემაშფოთებელ ცნობებს სააკაშვილის გაუარესებული ჯანმრთელობის შესახებ და ხშირად წამოგვიწევია აღნიშნული საკითხი საქართველოს ხელისუფლებასთან თუ საჯარო განცხადებებში..

ევროკავშირის მესიჯი მკაფიო და უცვლელია. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს სააკაშვილის ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და სამართლიანი სასამართლოს უფლება. ევროკავშირი მზადაა საქართველოს ამ მხრივ დახმარება გაუწიოს“, – განაცხადა იონსონმა და დებატების დასასრულს დასძინა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს მიხეილ სააკაშვილის გარშემო არსებულ ვითარების დაკვირვებას.

ამავე თემაზე: 

დეგნანი სააკაშვილზე: სერიოზული მდგომარეობაა.. ჩვენი და ბევრი სხვა ქვეყნის მთავრობა შეშფოთებულები ვართ

ზელენსკი: „მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაიხსენოს ევროპული სტანდარტების მიხედვით ნაკისრი ვალდებულებები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, შეწყვიტოს ძალადობა და გაათავისუფლოს მიხეილი!“

უკრაინის საგარეო უწყება: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტონ მიხეილ სააკაშვილის შეურაცხყოფა და გადასცეს ის უკრაინას

 

mazda magti 5g