LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კრიზისის დაწყებისას პირველი გავაკეთეთ ის, რომ ვეცადეთ ცეცხლი ჩაგვექრო“ – პრემიერი

98
96774323-159468002274769-9177981280577388544-o

პრემიერი იმ ნაბიჯებზე საუბრობს, რომელიც მთავრობამ კრიზისის პერიოდში გადადგა. როგორც გიორგი გახარია ამბობს, არავინ იყო მზად იმისთვის, რომ ზუსტი პროგნოზი გაეკეთებინა, ეს როდემდე გაგრძელდებოდა. „ამისთვის მზად დღესაც არავინაა“,- აღნიშნა გახარიამ აჭარაში სასტუმრო და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

„კრიზისის დაწყებისას პირველი რაც გავაკეთეთ, გავაკეთეთ ის, რომ ვეცადეთ ცეცხლი ჩაგვექრო და საშუალო ზომის სასტუმროებს, ვისაც პირველ რიგში დახმარება დასჭირდებოდა, იმათ კრედიტის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებაში მივეხმარეთ. ბევრს გადავუვადეთ საშემოსავლო გადასასახი. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს საკმარისი არ არის, ისე განვითარდა ეს კრიზისული ეტაპები. ახლა გადავდგით შემდეგი ნაბიჯები. ინდუსტრია, სრულად, 2020 წლის განმავლობაში, ქონების გდასახადიდან იქნება სრულად გათავისუფლებული. სასტუმროებს, რომლებსაც სესხის თანადაფინანსებაში მივეხმარებით, მათი რაოდენობაც გავზარდეთ. აღარ იქნება 50 ნომრამდე, ეს იქნება, სასტუმროები რომელთა ბრუნვაც არის 20 მილიონამდე. დანარჩენი სასტუმროები სხვანაირად სტრუქტურირებული ბიზნესებია და ამიტომ ამის არც საშუალება არ არის და არც აუცილებლობა. რა თქმა უნდა, ტურიზმის ინდუსტრიის მნიშვნელოვანი სისტემური ნაწილი იყო ტუროპერატორები, რომლებსაც უკვე გარკვეული ჯავშნები ჰქონდათ გაკეთებული. მათაც პროცენტის დაფინანსების ნაწილში მივეხმარებით. გიდები ცალკე საკითხია, სოციუმია, მათთვისაც გარკვეული ნაბიჯები გვექნება,”- აღნიშნა პრემიერმა.

ეკონომიკური აღდგენის პროცესი ტურიზმიდან დაიწყება, შემდეგ იქნება სოფლის მეურნეობა, მშენებლობა

მთავრობა ცალკეული ტურისტული ადგილების კორონავირუსისგან უსაფრთხო ზონებად გამოცხადებას განიხილავს

გახარიამ შეხვედრაზე იმაზეც ისაუბრა, რომ ტურიზმის გახსნის სტრატეგია, მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე, საქართველოს პოზიციონირებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

„ეს კრიზისი ჩვენი ქვეყნისთვის უნდა გახდეს შესაძლებლობა. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ამ კრიზისიდან ქართული ეკონომიკა უნდა გამოვიდეს კიდევ უფრო გაძლიერებული და ჩვენ აქ შეიძლება ზრდის და გარღვევების ისეთი სექტორები აღმოვაჩინოთ, რომლებზეც ადრე საერთოდ არ გვიფიქრია და მეორე – ტურიზმის გახსნის სტრატეგიამ და ეფექტურობამ, სულ მალე, დაახლოებით, აგვისტოსთვის, საქართველოს საერთაშორისო პოზიციონირებას უნდა დაუმატოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიშანი, რომ ეს არის უსაფრთხო ქვეყანა, რომელიც პანდემიას ეფექტურად უმკლავდება“, – დასძინა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები