LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრიზისის განსამუხტად საჭიროა “ქართული ოცნების” მხრიდან ნაბიჯის გადადგმა: სერგი კაპანაძე

130
სერგი კაპანაძე

“ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესს ეხმაურება. მისი თქმით, კრისტიან დანიელსონი დღევანდელ შეხვედრაზე დადებს დოკუმენტს იმ თემების ირგვლივ, რაც ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა დატოვა, ხოლო  საფუძველი იმისა, რომ ოპოზიცია თავის მოთხოვნებს შეცვლის, ამ ეტაპზე არ არსებობს.

კაპანაძის შეფასებით, კრიზისის განსამუხტად საჭიროა “ქართული ოცნების” მხრიდან ნაბიჯის გადადგმა, ხოლო ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ იქნება შეთანხმება – ახალ არჩევნებზე, პოლიტიკური დევნის დასრულებასა და ფუნდამენტურ რეფორმებზე, მათ შორის, საარჩევნო კანონთან დაკავშირებით.

“დღეს, ჩვენ ველოდებით, რომ ბატონი დანიელსონი კონკრეტულ დოკუმენტს დადებს, რომელიც  იმ თემების ირგვლივ იქნება, რაც პრეზიდენტმა მიშელმა დატოვა. ამ წუთას არავითარი საფუძველი არ გვაქვს  ვივარაუდოთ, რომ ოპოზიცია თავის მოთხოვნებს შეიცვლის. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ამოცანა, რომ ეს ქვეყანა კრიზისიდან გამოვიყვანოთ, ამას სჭირდება ახალი არჩევნების დანიშვნა და ამ არჩევნებამდე კონკრეტული გზით მისვლა, პოლიტიკური დევნის დასრულება და ფუნდამენტური რეფორმები.

აქედან გამომდინარე, გვაქვს მოლოდინი, რომ ეს დოკუმენტაციის ირგვლივ იქნება. შესაბამისად, რაიმეს გამოცნობას ახლა არ დავიწყებ, ვნახავთ რა დოკუმენტი დაიდება და შემდეგ უკვე გვექნება შიდა კონსულტაციები. ჩვენს პოზიციას ამასთან დაკავშირებით დავაფიქსირებთ. საბოლოო ჯამში, ისევე დარწმუნებულები ვართ, რომ “ქართული ოცნების” ნაბიჯი არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ეს კრიზისი განიმუხტოს, რაც ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს – თუ იქნება შეთანხმება ახალ არჩევნებზე, პოლიტიკური დევნის დასრულებაზე და ფუნდამენტურ რეფორმებზე, მათ შორის, საარჩევნო კანონთან დაკავშირებით,“ – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

mazda magti 5g