რუსეთში სამსართულიანი საკრუიზო გემი სახელად „წმინდა რუსეთი“ დაიწვა – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. გემი ნიჟნი ნოვგოროდთან დგას.

ეს სამგზავრო გემია, რომელიც ამ ეტაპზე არ ფუნქციონირებდა.

ხანძრის ლოკალიზებაში 21 მეხანძრე, ექვსი ერთეული ტექნიკა და სახანძრო გემი მონაწილეობდა. ამ დროისთვის ისინი მუშაობას აგრძელებენ.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

თამთა უთურგაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05